07 ნოე

მთიანი კავკასიის მეორე ფორუმი

2019 წლის წლის 30 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე, „კავკასიის მთიანი რეგიონის მდგრადი განვითარების“ პროექტის დაფინანსებით და შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის  მხარდაჭერით, ფაკულტეტის პროფესორებმა  ქ.ვეზირიშვილი-ნოზაძემ და ნ.არაბიძემ მონაწილეობა მიიღეს და მოხსენებით გამოვიდნენ, მთიანი კავკასიის მეორე ფორუმზე  
31 ოქტ

საერთაშორისო კომფერენციაში მონაწილე დოქტორანტების დაჯილდოება

2019 წლის 28 ოქტომბერს, კომპანია „Montage Georgia“-ს გენერალურმა დირექტორმა ფასიანი საჩუქრება გადასცა I საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე დოქტორანტებს.
ყველა სიახლე

გაეროს მეათე საერთაშორისო ფორუმი

10/15/2019

2019 წლის 7-8 ოქტომბერს ქალაქ ბანგკოკში (ტაილანდის სამეფო) ჩატარდა გაეროს რეგიონალური კომისიების (UNRC) მიერ ორგანიზებული 10-ე საერთაშორისო ფორუმი:  „ენერგეტიკა მდგრადი განვითარებისთვის“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მსოფლოის სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, მათ შორის, საამშენებლო, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის  პროფესორებმა.

ფორუმის ფარგლებში ქართული მხრიდან გაკეთდა მოხსენებები შემდეგ თემებზე:

v პანელის, „განახლებადი ენერგიის ათვისების ხელშეწყობა აუქციონის მეშვეობით” ფარგლებში, „განახლებადი ენერგია საქართველოში: გამოწვევები და შესაძლებლობები“ 

v პანელის,   „მდგრადი ენერგეტიკა და გენდერული გაძლიერება “ ფარგლებში,

„ქალების ეკონომიკური აქტიურობა და დასაქმების დონე საქართველოს ეკონომიკის სექტორში ( მათ შორის ენერგეტიკაში) : გამოწვევები და შესაძლებლობები“.

9-11 ოქტომბერს, იმავე ქალაქში,  გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანიის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (UNESCAP) ორგანიზებით ჩატარდა ენერგეტიკული კომიტეტის მეორე სესია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სტუ-ს პროფესორმა მარგალიტა არაბიძემ, როგორც კომიტეტის წევრმა.  აღნიშნული ფორუმის ფარგლებში ქალბატონი მარგალიტა ასევე იყო პანელის მოდერატორი თემაზე „რეგიონალური საგზაო რუკა ენერგეტიკული სისტემების დაკავშირებაზე“, რომლის ფარგლებში მოხდა ენერგეტიკული სისტემების დამაკავშირებელი საგზაო რუკის პროექტის განხილვა. აღნიშნული დოკუმენტი იყო შემუშავებული იქნა გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანიის ეკონომიკური და სოციალური კომისიის მხარდაჭერით. დოკუმენტის საბოლოო ვერსია წარდგენილია და დამტკიცება მოხდება კომისიის 76-ე სესიის ფარგლებში, რომელიც დაგეგმილია 2020 წლის 18-22 მაისს.

 







 

სიახლეებში დაბრუნება