10 სექ

ჯილდო

ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ გია არაბიძეს მიენიჭა საქართველოს ელექტროენერგეტიკის  დამსახურებული მუშაკის საპატიო წოდება და გადეცა სამკერდე ნიშანი. ჯილდოს გადაცემა  მოხდა 2019 წლის 10 სექტემბერს, საქართველოს ენერგეტიკის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო სხომაზე.
10 სექ

პრეზენტაცია

2019 წლის  10 სექტემბერს, სასტუმრო “Holiday Inn”-ში, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე ირინა მილორავამ, წარადგენა პრეზენტაციას კომისიის მიერ 2013-2019 წლებში განხორციელებული პროექტების შესახებ.
ყველა სიახლე

თელასის საჩუქარი

07/19/2019

2019 წლის 19 ივნისს, სს „თელასსა“ და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად, ტექნიკური მხარდაჭერისათვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის „ელექტრომოხმარების ტექნოლოგიების დეპარტამენტისათვის“ (205), სს „თელასმა“ უსასყიდლოდ გადასცა 84289 ლარის ღირებულების 86 დასახელების ხელსაწყოები, მოწყობილობები და სასწავლო სტენდი.

 






 

სიახლეებში დაბრუნება