28 ივნ

ენერგეტიკის ახალგაზრდული კონფერეცია

2018 წლის 28 ივნისს, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G)-ის ეგიდით,  გაიმართა „ენერგეტიკის ახალგაზრდული კონფერეცია“.
26 ივნ

ღია კომფერენცია

25 ივნის ჩატარდა სტუ-ის სტუდენტთა 86-ე ღია საეთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „თბოენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის ” სექციის სხდომა.  
ყველა სიახლე

ჰიდროენერგეტიკისა და მაგისტრალური სამილსადენო სისტემების

ჰიდროენერგეტიკისა და მაგისტრალური სამილსადენო სისტემების დეპარტამენტი 

 

დეპარტამენტი აერთიანებს: საგანმანათლებლო  პროგრამა ”ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის” ბაკალავრიატის  სასწავლო მოდულებს- „ჰიდრო-ენერგეტიკული დანადგარები“ და „ჰიდროელექტროენერგეტიკა“, მაგისტრატურის ”ჰიდროენერგეტიკის” სპეციალიზაციას, და დოქტორანტურას.

დეპარტამენტის თანამშრომლების სამეცნიერო ინტერესები  აერთიანებს კვლე-ვებს სხვადასხვა სახის ჰიდროელექტროსადგურების (მათ შორის მცირე სიმძლავრის)და ჰიდრომააკუმულირებელი ელექტროსადგურების, სატუმბი სადგურების, ჰიდროენერგეტიკული მოწყობილობების და სისტემების ოპტიმალური პარამეტრების და რეჟიმების გაანგარიშების, აგრეთვეკვლევებს  ნავთობგაზსადენების, ნავთობპროდუქტსადენებისსაიმედოექსპლუატაციის თეორიის და პრაქტიკის სრულყოფის საკითხებზე.ისინი აქტიურად მონაწილეობენ სამეცნიერო კონფერენციებში, გამოსცემენ სამეცნიერო ნაშრომებს, სახელმძღვანელოებს.

დეპარტამენტის თანამშრომლები მონაწილეობენ საქართველოს მთელი რიგი ჰესებისჰიდროენერგეტიკული მოწყობილობების პრობლემების გადაწყვეტაში, ჰიდროენერგეტიკული ტექნოლოგიური მოწყობილობების აუდიტის  და საექსპერტო შეფასებისმიმართულებით და სხვა სამუშაოებში.

დეპარტამენტის საქმიანობაში ჩაბმული არიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტები, რომლებიც მონაწილეობენ მთელ რიგ საგრანტო პროექტებში, სამეცნიერო კონფერენციებში, დეპარტამენტის თანამშრომლებთან აწყობენ გასვლებს საქართველოს ჰესების გაცნობის მიზნით.

გამომდინარე ქვეყანაში ჩამოყალიბებული ჰიდროენერგეტიკის პრიორიტე-ტული განვითარების კონცეპციიდან  მოცემული სპეციალობები ამჟამად დიდი მოთ-ხოვნილებით სარგებლობს და შესაბამისად დასაქმების ფართო სპექტრი გააჩნიათ. უახლოეს პერსპექტივაში ეს ტენდენცია შენარჩუნებული იქნება. დეპარტამენტის სწავლების სამივე საფეხურის კურსდამთავრებულები წარმატებით მუშაობენ  საქართველოს ენერგოსისტემის ჰიდროელექტროსადგურებზე, სატუმბ სადგურებზე, წყალმომარაგების ობიექტებზე, მაგისტრალური ნავთობგაზსადენების საექსპლუა-ტაციო ორგანიზაციებში,   ინდუსტრიულ და კომერციულ საწარმოებში, საზოგა-დოებრივ ორგანიზაციებში, სამთავრობო სტრუქტურებში, საკონსულტაციო ფირმებსადასაა-გენტოებში, საერთაშორისო ორგანიზაციებში, ენერგეტიკულ კომპანიებში, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობებზე.