28 ივნ

ენერგეტიკის ახალგაზრდული კონფერეცია

2018 წლის 28 ივნისს, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G)-ის ეგიდით,  გაიმართა „ენერგეტიკის ახალგაზრდული კონფერეცია“.
26 ივნ

ღია კომფერენცია

25 ივნის ჩატარდა სტუ-ის სტუდენტთა 86-ე ღია საეთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „თბოენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის ” სექციის სხდომა.  
ყველა სიახლე

ელექტროტექნიკისა და ელექტრონიკის დეპარტამენტი

ელექტროტექნიკისა და ელექტრონიკის დეპარტამენტი (№ 204)

დეპარტამენტი შეიქმნა 2013 წელს ორი მიმართულების, კერძოდ ელექტროტექნიკისა და სამრეწველო ელექტრონიკის ბაზაზე. დღემდე დეპარტამენტს ხელმძღვანელობს სრული პროფესორი სიმონ ნემსაძე, რომელიც ტექნიკურ უნივერსიტეტში მოღვაწეობს 1974 წლიდან.

ელექტროტექნიკა ეს არის მეცნიერებისა და ტექნიკის დარგი, რომელიც შეისწავლის ელექტროენერგიის გამომუშავებისა და პრაქტიკული გამოყენების საკითხებს. ელექტროტექნიკის ფართოდ გავრცელება იმით აიხსნება, რომელ ექტროენერგიას აქვს რამდენიმე უპირატესობა ენერგიის სხვა სახეობებთან შედარებით. კერძოდ, იგი იძლევა დიდი სიმძლავრის ელექტროენერგიის კონცენტრირებული გამომუშავების შესაძლებლობას; ადვილად გადაიცემა მოხმარების ადგილზე; მარტივი გასანაწილებელია ელექტრულ ქსელებში; იოლად გარდა იქმნება სხვა სახის ენერგიად და სხვა. ზემოთ აღნიშნული საკითხების შესწავლა ხდება დეპარტამენტის ელექტროტექნიკის მიმართულებით. სწავლების სამივე საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტურანტურა) კონკრეტულად შეისწავლება ელექტროტექნიკისა და ენერგეტიკული დანადგარების სრული დიაგნოსტიკა მეცნიერების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით.  ამ მიმართულებით დასაქმებულია 5 სრული პროფესორი ,  4 ასოცირებული პროფესორი, 3 ასისტენტ პროფესორი და 3 უფროსი მასწავლებელი.

ელექტრონიკა -მეცნიერება ელექტრონული მოწყობილობების გამოყენების შესახებ, რომლებიც ელექტრონების და სხვა დამუხტული ნაწილაკების დინების მართვას ეფუძნება. ასეთი მოწყობილობებია, მაგალითად, ელექტრონული მილაკებიან ნახევრადგამტარი ელემენტები. ზოგადად, ელექტრონიკაში სისტემები იყოფა ორ, ანალოგიურ და ციფრულ ნაწილებად. ანალოგური ელექტრონიკა შეისწავლის დროში უწყვეტ ელექტრულ პროცესებს და იმ ელექტრულ მოწყობილობებს რომლებიც ასეთი პროცესებში გამოიყენება. ციფრული ელექრონიკა დისკრეტული ელექტრული სიგნალების დამუშავებისას გამოყენებულ ელექრულ მოწყობილობებს შეისწავლის. ზემოთ აღნიშნული საკითხების შესწავლა ხდება დეპარტამენტის სამრეწველო ელექტრონიკის მიმართულებით. აქაც სწავლების სამივე საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტურანტურა) კონკრეტულად შეისწავლება სამრეწველო ელექტრონული დანადგარები მეცნიერების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით. ამ მიმართულებით დასაქმებულია 3 სრული პროფესორი, 3 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი და 2 უფროსი მასწავლებელი.