საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტი


ნოდარ წიგნაძე
ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი

პირადი ინფორმაცია
დაბადების თარიღი: 28 აპრილი, 1958 წელი;
ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

განათლება
1975 წელს დაამთავრა ქ. ჭიათურის მე-2 საშუალო სკოლა;
1980 წელს _ საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით.

კვალიფიკაცია
2006 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: “ტრანსპორტირებადი მრავალჯერადი გამოყენების ტრანსფორმირებადი კონსტრუქციები რთული რელიეფის პირობებში დაბრკოლებათა გადასალახავად” და მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.
გამოქვეყნებული აქვს 20 სამეცნიერო შრომა; არის ხუთი გამოგონების ავტორი.

სამუშაო გამოცდილება
1983-84 წლებში მუშაობდა უფროს მეცნიერ თანამშრომლად საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან არსებულ სტუდენტთა საკონსტრუქტორო ბიუროში;
1984-86 წლებში _ სპეციალურ საკონსტრუქტორო ბიუროში “მ-19”-ში წამყვანი ინჟინრის თანამდებობაზე;
1986-87 წლებში _ საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან არსებულ სპეციალურ საკონსტრუქტორო ბიუროში სექტორის უფროსად;
1987-92 წლებში _ საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან არსებულ სპეციალურ საკონსტრუქტორო ბიუროში მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე;
1992-2000 წლებში _ სპეციალურ საკონსტრუქტორო ბიუროში უფროსი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე;
2000 წლის 1 აპრილიდან 20 დეკემბრამდე სპეციალური სახელმწიფო საინჟინრო ცენტრის სამხედრო-საინჟინრო კონსტრუქციების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ;
2000-03 წლებში _ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო-საინჟინრო აკადემიის უფროსად;
2003-06 წლებში საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ.
2006 წლის დეკემბრიდან დღემდე არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაგებობების, სპეციალური სისტემების და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის დირექტორი.

საკონტაქტო ინფორმაცია
ტელ: (+ 995 32) 36 52 39
მობ: (+ 995 99) 58 13 40
ელ.ფოსტა: tsignadze@yahoo.com

 
მისამართი: საქართველო. თბილისი კოსტავას 68ბ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაგებობების,
სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტი.
ელ-ფოსტა: სპაცე@გგმეა.გე, საკონტაქტო ტელეფონები: (+995 32) 36 52 37; 33 09 36. ფაქსი: (+995 32) 36 52 38;