საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტი


შოთა წეროძე
ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი.

პირადი ინფორმაცია
დაბადების თარიღი: 21 სექტემბერი, 1963 წელი.
ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და შვილი.

განათლება
1980 წელს წარჩინებით დაამთავრა ქ. სოხუმის შ. რუსთაველის სახელობის #1 საშუალო სკოლა
1980-1985 წლებში სწავლობდა და წარჩინებით დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სპეციალობით სამშენებლო ნაკეთობებისა და კონსტრუქციების წარმოება.
1985-1988 წლებში სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტურაში, სპეციალობით სამშენებლო კონსტრუქციები.

კვალიფიკაცია
1997 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: “დედამიწის პირობებში რეგულირებადი ორსარტყელიანი ტრანსფორმირებადი რადიოტელესკოპის კონსტრუქცია, კოსმოსში რეგულირებადი ზედაპირის შექმნის შესაძლებლობით”, სპეციალობა - “სამშენებლო კონსტრუქციები, შენობები და ნაგებობები” და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.
2006 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: “დიდი გასაშლელი ორბიტული ანტენების კოსმოსური სისტემების რადიოტექნიკური კომპლექსები”, სპეციალობა - ანტენები და ზემაღალი სიხშირის მოწყობილობანი და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.
შოთა წეროძის მიერ ჩატარებული თეორიული, პრაქტიკული და რეალურად განხორციელებული პროექტების შედეგები წარმოდგენილია 35-მდე გამოქვეყნებულ სამეცნიერო ნაშრომში. ასევე დიდგაბარიტიან გასაშლელ რეფლექტორებზე გაკეთებული აქვს მოხსენებები საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკურ კონფერენციებზე: ჰოლანდიაში - 28th ESA Antenna Workshop ESTEC, Noordwijk, The Netherlands, 2005; აშშ-ში - & Space 2006 League City/Houston, Texas, USA, 2006 და ჰოლანდიაში - 30th ESA ANTENNA WORKSHOP on Antennas for Earth Observation, Science, Telecommunication and Navigation Space Missions. May 27th to 30th, 2008 at the European Space Research and Technology Centre (ESTEC) in Noordwijk, The Netherlands, 2008.

სამუშაო გამოცდილება
1985-1988 წლებში, ასპირანტურაში სწავლის პერიოდში, სრული დატვირთვით ჩაერთო საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან არსებულ სპეციალური საკონსტრუქტორო ბიუროს სამეცნიერო-კვლევით და ორგანიზაციულ საქმიანობაში.
1988 წლიდან, ასპირანტურის დამთავრების შემდეგ მუშაობს საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტში ჯერ უმცროს, ხოლო შემდგომ უფროს მეცნიერ-თანამშრომლად.
1996-1997 წლებში აქტიურად მონაწილეობს “Daimler Benz Aerospace/Dornier Satelittensysteme” Gmbh”, და საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტის ერთობლივ პროექტში -“დიდგაბარიტიანი გასაშლელი კოსმოსური კონსტრუქციის თეორიული და ექსპერიმენტული კვლევები.”
1999 წლიდან უკვე წამყვანი კონსტრუქტორის რანგში, მონაწილეობს საქართველო-რუსეთის ერთბლივ პროექტში “რეფლექტორი”. ორბიტულ სადგურ მირზე წარმატებული ექსპერიმენტის განხორციელების შემდეგ კი საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 2 აგვისტოს #935 განკარგულებით დააჯილდოვეს ღირსების მედლით, ხოლო 2001 წლის 19 ივლისის #736 განკარგულებით – ღირსების ორდენით #04143.
2003-2006 წლებში პრეზიდენტის ბრძანებულებით დაინიშნა კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტის დირექტორად.
სტუ-სთან ინტეგრაციის შემდეგ დღემდე მუშაობს სტუ-ის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტში კონსტრუირების ლოგიკისა და მათემატიკური მოდელირების განყოფილების უფროსად.
აქვს საკმაო გამოცდილება სამოქალაქო მშენებლობასა და პროექტირებაში. მის მიერაა დაპროექტებული მრავალი შენობა-ნაგებობა თბილისსა და მის შემოგარენში.

საკონტაქტო ინფორმაცია
ტელ.: + 995 - 32 - 330 – 936
მობ.: + 995 - 99 - 407 – 769
ფაქ.: + 995 - 32 - 365 - 238
ელ. ფოსტა: space@ggsmea.ge


 


 

 
მისამართი: საქართველო. თბილისი კოსტავას 68ბ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაგებობების,
სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტი.
ელ-ფოსტა: სპაცე@გგმეა.გე, საკონტაქტო ტელეფონები: (+995 32) 36 52 37; 33 09 36. ფაქსი: (+995 32) 36 52 38;