საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტი


გერმანე ხიტალიშვილი
დოქტორი

პირადი ინფორმაცია
დაბადების თარიღი: 1 იანვარი, 1936 წელი.
ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი.

განათლება
1960 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი სპეციალობით ინჟინერ-მექანიკოსი.
1969-1971 წლებში სწავლობდა მოსკოვის საინსტრუმენტო და ჩარხმშენებლობის ინსტიტუტის ასპირანტურაში.

კვალიფიკაცია
1976 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე _ “ფრიქციული ტალღური ვარიატორი ნახევრად სფერული დრეკადი გარსაცმით”.
გამოქვეყნებული აქვს 21 სამეცნიერო ნაშრომი და 19 გამოგონება.

სამუშაო გამოცდილება
1960-1974 _ საბჭოთა კავშირის ჩარხმშენებლობის და ინსტრუმენტალური სამინისტროს მანქანათმშენებლობის და ელექტროტექნიკის საპროექტო-ტექნოლოგიური სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი _ ინჟინერი, განყოფილების უფროსის მოადგილე, სპეცდანიშნულების მცირეგაბარიტიანი ძრავების სექტორის უფროსი.
1974-1976 _ საბჭოთა კავშირის თავდაცვის მრეწველობის ავტომატიკის და ჰიდრავლიკის ცენტრალური სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის განყოფილების უფროსი.
1976-1992 _ სამეცნიერო საწარმოო გაერთიანება “თბილისელექტროამძრავი”-ს საკონსტრუქტორო-ტექნოლოგიური განყოფილების უფროსი, გაერთიანების მთავარი ინჟინრის მოადგილე, მთავარი ტექნოლოგი.
1992-1996 _ სამეცნიერო საწარმოო ფირმა “ელექტრო-90”-ს მთავარი ტექნოლოგი.
1996 წლიდან _ სამხედრო სამეცნიერო ცენტრ “დელტა”-ს განყოფილების უფროსი.
2005-2006 _ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო-საინჟინრო აკადემიის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი.
2006 წლიდან _ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაგებობების, სპეციალური სისტემების და საინჟირო უზრუნველყოფის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი.

საკონტაქტო ინფორმაცია
ტელ: (+995 32) 96-25-35
მობ: (+995 55) 60 33 25
ელ. ფოსტა: g.khitalishvili@yahoo.com

 
მისამართი: საქართველო. თბილისი კოსტავას 68ბ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაგებობების,
სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტი.
ელ-ფოსტა: სპაცე@გგმეა.გე, საკონტაქტო ტელეფონები: (+995 32) 36 52 37; 33 09 36. ფაქსი: (+995 32) 36 52 38;