საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტი

1979 წ. - 1 აპრილს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტზე შეიქმნა სტუდენტთა საკონსტრუქტორო ბიურო “მშენებლობა”.

1982 წ. - სტუდენტთა საკონსტრუქტორო ბიურო “მშენებლობა” გადაკეთდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან არსებულ “სპეციალურ საკონსტრუქტორო ბიუროდ”.

1985 წ. საკავშირო მინისტრთა საბჭოს თანხმობით და П. П 2185 гс სახელმწიფო სამხედრო-სამრეწველო კომისიის გადაწყვეტილებით, საქართველოს მინისტრთა საბჭომ გამოსცა დადაგენილება საქართველოს უმაღლესი და საშუალო-სპეციალური განათლების სამინისტროს შემადგენლობაში საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან არსებული სპეციალური საკონტრუქტორო ბიუროს შექმნის შესახებ.

საქ. მთავრობის 1991 წ. 30.04 N 339 დადგენილებით სპეციალური საკონსტრუქტორო ბიურო იწოდება სტუ-ს “ტრანსფორმირებადი კონსტრუქციების ინსტიტუტად”.

საქ. მთავრობის 1992 წ. 19. X N 1001 დადგენილებით სტუ-ს ტრანსფორმირებადი კონსტრუქციების ინსტიტუტი იწოდება სტუ-ს “კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტად”.

ქვეყანაში მსოფლიო პრიორიტეტული და მაღალ-ტექნოლოგიური კოსმოსური და მიწისზედა სპეციალური ტექნიკის შექმნის სამეცნიერო, საინჟინრო და ტექნოლოგიური დარგის მიღწევების გამოყენებით ეკონომიკური პოტენციალის გაზრდის, თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების, სხვადასხვა ქვეყნების და საერთაშორისო კოსმოსურ პროგრამებში საქართველოს მონაწილეობის უზრუნველყოფისა და აღნიშნული დარგის შემდგომი განვითარების, მისი საქმიანობის კოორდინაციის გაძლიერებისა და სრულყოფის მიზნით საქ. პრეზიდენტის 1999 წ. N 587 11.X-ს ბრძანებულებით შეიქმნა საქ. “სპეციალური საინჟინრო სახელმწიფო ცენტრი”. (პრეზიდენტის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება).

საქართველოს კოსმოსური ტექნოლოგიების შემდგომი განვითარების საქმეში საერთაშორისო თანამშრომლობისა და კონკურენტუნარიანობის გაძლიერების აუცილებლობიდან გამომდინარე და ქვეყნის ერთიანი სამხედრო საინჟინრო უზრუნველყოფის გასაძლიერებლად 2000 წელს საქ. პრეზიდენტის ბრძანებულებით N 478 7.XI – (საქ. სპეციალური საინჟინრო სახელმწიფო ცენტრის რეორგანიზაციის შესახებ) შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირები:
1. “საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტი”.
2. “სტუ-სთან არსებული საქ. შეიარაღებული ძალების გენ. შტაბის სამხედრო-საინჟინრო აკადემია”.

სამეცნიერო და საგანმანათლებლო დარგების მიმართულებათა გამსხვილებისა და ინტეგრაციის აუცილებლობიდან გამომდინარე, 2006 წლის 23.02. N 42 საქ. მთავრობის დადგენილების საფუძველზე რეორგანიზებულ იქნა საჯარო სამართლის იურიდიული პირები: საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტი და სტუ-სთან არსებული საქ. შეიარაღებული ძალების გენ. შტაბის სამხედრო-საინჟინრო აკადემია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან შეერთების გზით და სტუ-ს ბრძანებით ( N 40, 2006 წ. 17.04), შეიქმნა სტუ-ს “ნაგებობების, სპეციალური სისტემების და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტი”.

 

მისამართი: საქართველო. თბილისი კოსტავას 68ბ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაგებობების,
სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტი.
ელ-ფოსტა: space@ggmea.ge, საკონტაქტო ტელეფონები: (+995 32) 36 52 37; 33 09 36; 36 52 39. ფაქსი: (+995 32) 36 52 38;