სტუ

სტუ-ს პროფესორები 2018 წლის მსოფლიო მათემატიკოსთა კონგრესზე

12/01/2018

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მათემატიკის დეპარტამენტის პროფესორები (ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი) დავით ნატროშვილი (დეპარტამენტის უფროსი), ალექსანდრე მესხი და შაქრო ტეტუნაშვილი მონაწილეობას მიიღებენ 2018 წლის მსოფლიო მათემატიკოსთა კონგრესში, რომელიც რიო დე ჟანეიროში (ბრაზილია) გაიმართება.

სტუ-ს პროფესორებმა გაიმარჯვეს მსოფლიო მათემატიკოსთა კონგრესის კონკურსში, რომელიც კონგრესის ორგანიზატორებმა 2016 წელს გამოაცხადეს და რომელიც ითვალისწინებდა სამოგზაურო გრანტის მოპოვებას 2018 წლის მსოფლიო მათემატიკოსთა კონგრესზე დასასწრებად.

საგულისხმოა, რომ აღნიშნული ღონისძიება იმართება ოთხ წელიწადში ერთხელ და მასში მონაწილეობას იღებენ მსოფლიოს წამყვანი მათემატიკოსები. ამავე ღონისძიებაზე ხდება ფილდსის მედალოსნების გამოვლენა და დაჯილდოვება. ფილდსის მედალი გახლავთ ნობელის პრემიის შემცველი მათემატიკაში (მათემატიკაში ნობელის პრემია არ გაიცემა).

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გამარჯვებულ მათემატიკოსთა შორის საქართველოს ექვსი მოქალაქეა და მათ შორის სამი - ტექნიკური უნივერსიტეტის მათემატიკოსები. აღსანიშნავია, რომ კონკურსში გამარჯვებულმა სტუ-ს პროფესორებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს და მოხსენებებით წარსდგენ  წინა მსოფლიო მათემატიკოსთა კონგრესზეც, რომელიც 2014 წელს სეულში (სამხრეთ კორეა) გაიმართა.


სიახლეებში დაბრუნება