სტუ

სტუ და „ STEM ინოვატორთა ასოციაცია“ STEM პროექტების კონკურსს აცხადებს

15/02/2024

 “STEM ინოვატორთა ასოციაცია“ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი საგანმანათლებლო STEM პროექტების კონკურსს აცხადებს.

კონკურსის მიზანია, საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში STEM პროექტებით სწავლების სუკეთესო პრაქტიკა გამოავლინოს.

კონკურსში განაცხადის წარდგენა შეუძლია გუნდს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობას:

  • გუნდი უნდა შედგებოდეს ერთი სკოლის, ერთიდაიმავე ან სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისაგან;
  • გუნდი უნდა შედგებოდეს მაქსიმუმ 4 მოსწავლისაგან;
  • გუნდის მენტორი/მენტორები უნდა იყოს STEM მიმართულების საგნების ერთი ან ორი მასწავლებელი;
  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სახელმწიფო და კერძო სკოლების) VII-XII კლასის მოსწავლებს.

კონკურსი შედგება 3 ეტაპისაგან:

პირველი ეტაპი: განაცხადის წარდგენა (7-25 თებერვალი);

მეორე ეტაპი: ნახევარფინალი, პროექტის შესახებ 3-5 წუთიანი ვიდეოს საფუძველზე 12 ფინალისტის გამოვლენა;

მესამე ეტაპი: ფინალი, ფინალში გადასული 12 გუნდიდან შეირჩევა სამი საუკეთესო გუნდი პირველ, მეორე და მესამე საპრიზო ადგილებისთვის (30 აპრილი).

ფინალურ ეტაპზე დასწრება და გამოფენაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნახევარფინალში მონაწილე ყველა გუნდს.

ჯილდო გადაეცემათ, როგორც გუნდის წევრებს, ისე გუნდის მენტორებს!

პირველ ადგილზე გასული გუნდის მენტორ/ მენტორებს მიენიჭებათ სტატუსი - ,, 2024 წლის საუკეთესო STEM ინოვატორი“.

კონკურსზე დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი: https://shorturl.at/ghsy9

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.


სიახლეებში დაბრუნება