სტუ

ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორი საერთაშორისო კონფერენციაში - „კიბერნეტიკისა და ინფორმატიკის პრობლემები (PCI 2023) “, მონაწილეობდა

ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორი საერთაშორისო კონფერენციაში - „კიბერნეტიკისა და ინფორმატიკის პრობლემები (PCI 2023) “, მონაწილეობდა
09/10/2023

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უნივერსიტეტის ინფორ­­მატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფე­სორმა ბესარიონ შანშიაშვილმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გამართულ მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

საერთაშორისო კონფერენცია - „კიბერნეტიკისა და ინფორმატიკის პრობლემები (PCI 2023)“, ბაქოში, აზერ­ბა­­იჯანის რესპუბლი­კის მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს მართვის სისტემების ინსტიტუტში გაიმართა და მასში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორ­­მატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფე­სორის, ბესარიონ შანშიაშვილის გარდა,  მსოფლიოს 313 ქვეყნის უნივერსიტეტების აკადემიურმა პერსონალმა მიიღო  მონაწილეობა.

სტუ-ის პროფესორის, ბესარიონ შანშიაშვილის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მუდმივი მონაწილეა კონფერენციისა, რომელიც, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში 2006 წლიდან, ორ წელიწადში ერთხელ იმართება.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საერთაშორისო კონფერენციის - „კიბერნეტიკისა და ინფორმატიკის პრობლემები (PCI 2023)“ მუდმივი მონაწილეა. უნივერსიტეტი კონფერენციაზე ახალი იდეებით და საინტერესო თემებით გამოდის, რაც დამსწრე საზოგადოებაში დიდ ინტერესს იწვევს. კონფერენციაზე წაკითხული იყო 9 პლენარული მოხსენება, რომლებიც წარმოადგინეს ცნობილმა  მეცნიერებმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ავსტრალიიდან, თურქეთიდან, პოლონეთიდან, რუსეთიდან, ყაზახეთიდან,  უკრაინიდან და აზერბაიჯანიდან. ჩემი თემა - “ერთი კლასის არაწრფივი სისტემების პარამეტრული იდენტიფიკაცია უკუკავშირიანი ჰამერშტეინის  მოდელის გამოყენებით“ ჩართული იყო სექციის - „მოდელირება და შებრუნებული ამოცანები“, პირველ სხდომის პირველ მოხსენებად. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მოხსენებამ დიდი ინტერესი გამოიწვია. კონფერენციის დახურვის ცერემონიალზე დასახელდა პლენარული და სექციებზე წაკითხული მოხსენებებიდან სამ-სამი საუკეთესო მოხსენება.  „მოდელირება და შებრუნებული ამოცანების“ სექციის სხდომებზე  გაკეთებული 14 მოხსენებიდან ორგანიზატორების მიერ შერჩეულ სამ საუკეთესო მოხსენებათა შორის ჩემი მოხსენება დასახელდა, რაც მიანიშნებს უნივერსიტეტის და ფაკულტეტის წარმატებაზეც“, - განაცხადა ბესარიონ შანშიაშვილმა.

საერთაშორისო კონფერენციაზე მუშაობდა ექვსი სექცია, მათ შორის: ოპტიმიზაცია და ოპტიმალური მართვის პრობლემები; მოდელირება და შებრუნებული ამოცანები; ინტელექტუალური სისტემები; მათემატიკური სტატისტიკა და მასობრივი მომსახურების თეორია;  არამკაფიო და სტოქასტური მოდელირება; გამოყენებითი ამოცანები და ინფორმაციული ტექნოლოგიები. კონფერენციაზე წარდგენილი თემები უკვე დაიბეჭდა პრეპრინტებში, შემდეგ ეტაპზე ნაშრომებს მიენიჭება DOI, სამომავლოდ კი დაიბეჭდება შპიგელის გამოცემის მიერ და განთავსდება Web of Sciences-ს მონაცემთა ბაზაში. სტატიები  კონფერენციის სარედაქციო კოლეგიის მიერ რეკომენდირებულია გამოქვეყნებისთვის 4 მაღალ რეიტინგულ ჟურნალში, როგორიცაა „წმინდა და გამოყენებითი მათემატიკის ჟურნალი (TWMS)“, გამოყენებითი და გამოთვლითი მათემატიკა, ინფორმატიკისა და მართვის პრობლემები, მაღალი სიხშირის საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ჟურნალი (Blue Martin Press, აშშ).


სიახლეებში დაბრუნება