სტუ

ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტს დაარსებიდან 40 წელი შეუსრულდა

ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტს დაარსებიდან 40 წელი შეუსრულდა
30/10/2023

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტის დაარსებიდან 40 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდნენ სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფაკულტეტების დეკანები, კურსდამთავრებულები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები, გახსნა ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ.

ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანმა მადლობა გადაუხადა სტუ-ის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, კანცლერს, პროფესორ კარლო კოპალიანს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, მოწვეულ სტუმრებს და აღნიშნა, რომ საქართველოში ბიოსამედიცინო ინჟინერიის მიმართულების ისტორია 1983 წლიდან იწყება, როდესაც, პროფესორი ოთარ ხომერიკის ინიციატივით, საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩამოყალიბდა ბიოსამედიცინო ტექნოლოგიების კათედრა. Ბატონი ოთარის დაწყებული საქმე წარმატებით გააგრძელა პროფესორმა რაულ კუპრავამ და, შედეგად, უკვე 40 წელია, ყოველწლიურად,  საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემა ბიოსამედიცინო ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულების კვალიფიციური კადრებით ივსება. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტის  ბაზაზე შეიქმნა სხვადასხვა მიმართულების სამედიცინო აპარატების და სისტემები, როგორიცაა, მაგალითად: კომპიუტერული სამედიცინო ხელსაწყო - "კომპიუტერული პერიმეტრი"; კორონარული ანგიოგრაფიის სასწავლო სისტემა; ვენის აღმომჩენი მობილური ტრანსილუმინატორული მოწყობილობა და სხვა.

„ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა არის პირველი STEM პროგრამა სტუ-ში, რომელმაც „ოქროს სტანდარტი ჩააბარა“ და მიიღო ABET-ის, ამერიკის საინჟინრო და ტექნოლოგიური სააკრედიტაციო კომისიის აკრედიტაცია. ABET აკრედიტაცია Ეს არის ხარისხის საერთაშორისო ნიშანი, რომელიც არა მხოლოდ საგანმანათლებლო პროგრამის, არამედ მისი განმახორციელებლი ინსტიტუციის მაღალ დონეს ადასტურებს. Ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მინდა ვთქვა, რომ ის, რომ ამ პროგრამამ აკრედიტაცია გაიარა, უპირვევლეს ყოვლისა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტრის, ბატონი დავით გურგენიძის დამსახურებაა. Იმ კოლოსალური შრომის სულისჩამდგმელი და მთავარი ინსპირატორი, რომელიც ჩატარდა, სწორედ ბატონი დავითი იყო. Მისი მუდმივი ინტერესი სამუშაო პროცესის მიმართ, მხარდაჭერა პროგრამის მომზადების ყველა ეტაპზე - ყველაზე უმნიშვენლო დეტალიდან, განსაკუთრებული ღირებულების მქონე გადაწყვეტილებამდე - იყო უნივერსიტეტის, ფაკულტეტის, ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტის წარმატების ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორი. Მისი ჩვეული ოპტიმიზმით, ბატონ დავითს არც ერთი წუთით არ შეპარვია ეჭვი იმაში რომ ჩვენ შევძლებდით ამ დიდი გამოწვევის წარმატებით დაძლევას. Მისი რწმენა ჩვენს შესაძლებლობეში იყო ჩვენი მთავარი მოტივაცია ამ ურთულეს გზაზე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ასწლოვან ისტორიას ითვლის, გავა კიდევ მრავალი 100 წელი და ყველა თაობა სიამაყით განაცხადებს -  2023 წელს ინგლისურენოვანმა საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამამ - „ბიოსამედიცინო ინჟინერია“, უნივერსიტეტის ისტორიაში პირველად, ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) საერთაშორისო სრული აკრედიტაცია მოიპოვა. მადლობა ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტს ასეთი თავდადებისთვის“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში პროფესორმა თამარ ლომინაძემ.

სტუ-ის საერთაშორისო აკრედიტაციის ცენტრის ხელმძღვანელმა, ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანი საგანამანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ირინე გოცირიძემ მადლობა გადაუხადა რექტორს, აკადემიურ პერსონალს, ფაკულტეტს, სტუდენტებს მხარდაჭერისთვის.

„პირველ რიგში, მადლობა რექტორს, ბატონ დავით გურგენიძეს, კანცლერს, ბატონ კარლო კოპალიანს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თითოეულ წევრს, ფაკულტეტის დეკანსა და ადმინისტრაციას, აკადემიურ პერსონალს და სტუდენტებს - თქვენ რომ არა, დღეს ვერ ვიამაყებდით ამერიკის საინჟინრო სააკრედიტაციო კომისიის სრული და უპირობო ABET აკრედიტაციით. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს პარტნიორს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს დეკანს ჰალილ გიუვენს და მის შესანიშნავ გუნდს. MCC-საქართველოს, რომლის ფინანსური ხელშეწყობითაც ხორციელდება პროგრამების კონსულტირება. Განსაკუთრებული მადლობა ბატონ ჯო ტერნერს, რომლის მხარდაჭრაც შეუფასებელი იყო აკრედიტაციის მიღების მთელს პროცესში.  ასევე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამას „ისწავლე საქართველოში“ ABET აკრედიტაციის პროცესის ფინანსური მხარდაჭერისთვის. ყველას დიდი მადლობა სიყვარულისთვის და ჩვენი სიხარულის გაზიარებისთვის“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში ირინე გოცირიძემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ ფაკულტეტის სტუდენტებს, აკადემიურ პერსონალსა და კურსდამთავრებულებს ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტის დაარსებიდან 40 წლის იუბილე მიულოცა, წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ დეპარტამენტმა საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში  მაღალი საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტის იდეის გამარჯვებას.

„მადლობას გიხდით ყველას ერთად დგომისთვის, მხარდაჭერისთვის, დაუღალავი შრომისთვის - ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ! მწამს, რომ ის პიროვნული თვისებები და ღირებულებები, რომელიც თითოეულ თქვენთაგანს აქვს, წარმატების გზებზე გვატარებს. დღევანდელი დღე არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კალენდარში საერთაშორისო საგანმანათლებლო მაღალი სტანდარტის გამარჯვების ერთ-ერთი ღირშესანიშნავი დღე, ეს არის იდეის გამარჯვების ზეიმი. გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს! დღეს არ შემიძლია არ გავიხსენო დარგის დამფუძნებელი მამები, ქვეყნის პატრიოტები ოთარ ხომერიკი და რაულ კუპრავა. Სწორედ Ბატონი ოთარი იყო ის ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ საქართველოს სჭირდება ახალი დარგი - ბიოსამედიცინო ინჟინერია და, წინააღმდეგობის მიუხედავად, უზარმაზარი შრომის შედეგად დაფუძნდა კათედრა, რომელიც უკვე 40 წლის მანძილზე, ამ გადაწყვეტილების სისწორეს ამტკიცებს. 40 წელია ბიოსამედიცინო ინჟინერიის კურსდამთავრებულების დიდი კოჰორტა დგას ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი საქმის ავანგარდში, ეს არის მაღალი ხარისხის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფა, ამ დარგში უმაღლესი დონის ტექნიკის და ტექნოლოგიების დანერგვა. აქ არიან ღვაწლმოსილი პედაგოგები, ჩვენი კურსდამთავრებულები, საქართველოში უდიდესი სამედიცინო ტექნოლოგიური ცენტრების დამფუძნებლები, ჩვენი მუდმივი პარტნიორები, და, რაც მთავარია, ჩვენი სტუდენტები - მთავარი ძალა განუწყვეტელი წინსვლისთვის. ეს არის ერთიანობის სულისკვეთების გამოხატულება - ბიოსამედიცინო ინჟინერიის დიდი ოჯახი. წარმატებებს გისურვებთ“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში სტუ-ის რექტორმა.

ღონისძიების დასასრულს, სტუმრებმა დაათვალიერეს ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტის სტუდენტების პროექტების გამოფენა.


სიახლეებში დაბრუნება