ჩვენ შესახებ / About Us

საქართველოს ტექნიკური გადამზადების ცენტრი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და BP საქართველოს ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც მხარდაჭერილი და დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის ფონდი -საქართველოს მიერ, პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისათვის პროექტის ფარგლებში, რაც მიზნად ისახავს საქართველოში პროფესიული განათლების განვითარებასა და მაღალი საერთაშორისო სტანდარტის დამკვიდრებას. 

პროექტის ფარგლებში შემუშავდება ისეთი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები როგორიც არის:


მაღალი ძაბვის ელექტროტექნიკოსი


აღწერა: IV საფეხურის კვალიფიკაციის შინაარსი მაღლი ძაბვის ელექტროტექნიკოსი მიმართულებით მოიცავს დაგეგმვას, ინსტალაციას, გამართვას, ექსპლუატაციას, დიაგნოსტიკას და სარემონტო სამუშაოებს მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებზე და ქვესადგურებზე. ისინი სისტემატიურად უტარებენ მონიტორინგს ელექტრო დანადგარების ტექნიკურ ფუნქციებს, აანალიზებენ დანადგარს და სუსტ წერტილებს და აღწევენ ტექნიკურ გაუმჯობესებას.

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: IV საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია ელექტროობაში

სწავლის ხანგრძლივობა : 12 თვე

კრედიტების რაოდენობა : 70

დასაქმების პერსპექტივა : მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზებისა და   ქვესადგურების  ოსტატი შეიძლება დასაქმდეს ნებისმიერ  ორგანიზაციაში, რომელიც ფლობს ან ოპერირებას უწევს ქვესადგურებს და მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებს. 


მექატრონიკის ტექნიკოსი


აღწერა: მექატრონიკის ტექნიკოსი არის სპეციალისტი, რომელიც მუშაობს თანამედროვე ავტომატიზებული სისტემებით აღჭურვილ წარმოებებში. იგი არის ელექტრო ინჟინერიისა და მექანიკის იNჯინერიის დარგთაშორისი მუშაკი, რომელიც პასუხისმგებელია მექატრონული მანქანების და სისტემების შერჩევაზე და ინსტალაციაზე, ტესტირება-გაშვებაზე, მიმდინარე მომსახურებასა და ხარვეზების აღმოფხვრაზე. ასევე იგი მონაწილეობს ამ სისტემების განვითარების და ადაპტაციის პროცესში მექატრონული სისტემების მაღალპროდუქტიულობის უზრუნველყოფისთვის დაბალი ენერგო დანახარჯებით, საიმედოობით, რემონტის შესაძლებლობითა და უსაფრთხოების პირობების დაცვით.

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: V საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია მექატრონიკაში

სწავლის ხანგრძლივობა : 24 თვე

კრედიტების რაოდენობა : 120

დასაქმების პერსპექტივა : პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია დასაქმდეს მექატრონიკის ტექნიკოსად ყველა დარგში და ინდუსტრიაში, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე ავტომატიზებული სისტემებით. მათ შეუძლიათ მექატრონული მანქანების, სისტემების და აღჭურვილობის მართვა, დაგეგმვა, ინსტალაცია, პროგრამირება, ტესტირება, ექსპლოატაციაში გაშვება, მიმდინარე მომსახურება და შეცდომების აღმოჩენა.  


აგრეთვე, მექატრონიკის ტექნიკოსს გააჩნია მექანიკის ინჟინერიისა და ელექტროინჟინერიის მიმართულებით თვითდასაქმების შესაძლებლობა.


სამრეწველო ავტომატიზაციის ტექნიკოსი


აღწერა: პროგრამა უზრუნველყოფს სამრეწველო ავტომატიზაციის სფეროში კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალის მომზადებას.  სპეციალისტები უზრუნველყოფენ სამრეწველო ავტომატიზირებული სისტემების დაგეგმვასა და ინსტალაციას, მანქანა-დანადგარების დიზაინს, პროგრამირებასა და პარამეტრების შეყვანას, ტესტირებასა და გამართვას, ექსპლუატაციას, დიაგნოსტიკასა და შეკეთებას.

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: V საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია ელექტრონული მოწყობილობების ექსპლუატაციაში

სწავლის ხანგრძლივობა : 24 თვე

კრედიტების რაოდენობა : 120

დასაქმების პერსპექტივა : პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია დასაქმდეს მაღალ ავტომატიზირებულ სფეროებში, როგორიცაა საკვებისა და სასმელის მრეწველობა, ლითონის და სხვა საქონლის მწარმოებელი, ავტომობილის მომმარაგებელი და ქსოვილისა და ფოლადის კომპანიებში.სამრეწველო ავტომატიკის ტექნიკოსს შეუძლია სისტემების და მაღალი ძაბვის დანადგარების მართვა, ინსტალაცია, გამართვა და ავტომატიზირებული მოწყობილობების ექსპლუატაცია და დიაგნოსტიკა.

ავტომატიკის დარგის კვალიფიციური მუშაკები: ელექტრონიკის ინჟინერიის ტექნიკოსი; ელექტრული მოწყობილობების ამწყობი; ელექტრონული  მოწყობილობების  მომსახურე.


მექანიკის ინჟინერიის ტექნიკოსი

აღწერა: მექანიკური ინჟინერიის ტექნიკოსები ასრულებენ ტექნიკურ სამუშაოებს, რომელიც უკავშირდება მექანიკის ინჟინერიის სფეროში კვლევების წარმოებას, ასევე მექანიკური მოწყობილობების, სისტემებისა და მათი ნაწილების დაპროექტებას, წარმოებას, აწყობას, გაშვებას, ექსპლუატაციას და რემონტს.

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: V საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია მექანიკაში  

სწავლის ხანგრძლივობა : 24 თვე

კრედიტების რაოდენობა : 120

დასაქმების პერსპექტივა : პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია დასაქმდეს მანქანათსაშენ საწარმოებში, აგრეთვე ისეთი დარგების საწარმოებში როგორიცაა: კვების მრეწველობა, მსუბუქი მრეწველობა, ტრანსპორტი, მეტალურგია, ქიმიური მრეწველობა, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება გადამუშავება, სოფლის მეურნეობა და სხვა დარგებში, რომელთა საწარმოო პროცესებში გამოყენებულია მანქანა - დანადგარები. აგრეთვე, მექანიკის ინჟინერიის ტექნიკოსს გააჩნია სამანქანათმშენებლო მიმართულებით თვითდასაქმების შესაძლებლობა.