მექატრონიკა

მექატრონიკის ტექნიკოსი


აღწერა: მექატრონიკის ტექნიკოსი არის სპეციალისტი, რომელიც მუშაობს თანამედროვე ავტომატიზებული სისტემებით აღჭურვილ წარმოებებში. იგი არის ელექტრო ინჟინერიისა და მექანიკის იNჯინერიის დარგთაშორისი მუშაკი, რომელიც პასუხისმგებელია მექატრონული მანქანების და სისტემების შერჩევაზე და ინსტალაციაზე, ტესტირება-გაშვებაზე, მიმდინარე მომსახურებასა და ხარვეზების აღმოფხვრაზე. ასევე იგი მონაწილეობს ამ სისტემების განვითარების და ადაპტაციის პროცესში მექატრონული სისტემების მაღალპროდუქტიულობის უზრუნველყოფისთვის დაბალი ენერგო დანახარჯებით, საიმედოობით, რემონტის შესაძლებლობითა და უსაფრთხოების პირობების დაცვით.

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: V საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია მექატრონიკაში

სწავლის ხანგრძლივობა : 24 თვე

კრედიტების რაოდენობა : 120

დასაქმების პერსპექტივა : პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია დასაქმდეს მექატრონიკის ტექნიკოსად ყველა დარგში და ინდუსტრიაში, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე ავტომატიზებული სისტემებით. მათ შეუძლიათ მექატრონული მანქანების, სისტემების და აღჭურვილობის მართვა, დაგეგმვა, ინსტალაცია, პროგრამირება, ტესტირება, ექსპლოატაციაში გაშვება, მიმდინარე მომსახურება და შეცდომების აღმოჩენა.  


აგრეთვე, მექატრონიკის ტექნიკოსს გააჩნია მექანიკის ინჟინერიისა და ელექტროინჟინერიის მიმართულებით თვითდასაქმების შესაძლებლობა