მექანიკის ინჟინერიის ტექნიკოსი

მექანიკის ინჟინერიის ტექნიკოსი

აღწერა: მექანიკური ინჟინერიის ტექნიკოსები ასრულებენ ტექნიკურ სამუშაოებს, რომელიც უკავშირდება მექანიკის ინჟინერიის სფეროში კვლევების წარმოებას, ასევე მექანიკური მოწყობილობების, სისტემებისა და მათი ნაწილების დაპროექტებას, წარმოებას, აწყობას, გაშვებას, ექსპლუატაციას და რემონტს.

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: V საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია მექანიკაში  

სწავლის ხანგრძლივობა : 24 თვე

კრედიტების რაოდენობა : 120

დასაქმების პერსპექტივა : პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია დასაქმდეს მანქანათსაშენ საწარმოებში, აგრეთვე ისეთი დარგების საწარმოებში როგორიცაა: კვების მრეწველობა, მსუბუქი მრეწველობა, ტრანსპორტი, მეტალურგია, ქიმიური მრეწველობა, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება გადამუშავება, სოფლის მეურნეობა და სხვა დარგებში, რომელთა საწარმოო პროცესებში გამოყენებულია მანქანა - დანადგარები. აგრეთვე, მექანიკის ინჟინერიის ტექნიკოსს გააჩნია სამანქანათმშენებლო მიმართულებით თვითდასაქმების შესაძლებლობა.