სამრეწველო ავტომატიზაცია

სამრეწველო ავტომატიზაციის ტექნიკოსი


აღწერა: პროგრამა უზრუნველყოფს სამრეწველო ავტომატიზაციის სფეროში კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალის მომზადებას.  სპეციალისტები უზრუნველყოფენ სამრეწველო ავტომატიზირებული სისტემების დაგეგმვასა და ინსტალაციას, მანქანა-დანადგარების დიზაინს, პროგრამირებასა და პარამეტრების შეყვანას, ტესტირებასა და გამართვას, ექსპლუატაციას, დიაგნოსტიკასა და შეკეთებას.

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: V საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია ელექტრონული მოწყობილობების ექსპლუატაციაში

სწავლის ხანგრძლივობა : 24 თვე

კრედიტების რაოდენობა : 120

დასაქმების პერსპექტივა : პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია დასაქმდეს მაღალ ავტომატიზირებულ სფეროებში, როგორიცაა საკვებისა და სასმელის მრეწველობა, ლითონის და სხვა საქონლის მწარმოებელი, ავტომობილის მომმარაგებელი და ქსოვილისა და ფოლადის კომპანიებში.სამრეწველო ავტომატიკის ტექნიკოსს შეუძლია სისტემების და მაღალი ძაბვის დანადგარების მართვა, ინსტალაცია, გამართვა და ავტომატიზირებული მოწყობილობების ექსპლუატაცია და დიაგნოსტიკა.

ავტომატიკის დარგის კვალიფიციური მუშაკები: ელექტრონიკის ინჟინერიის ტექნიკოსი; ელექტრული მოწყობილობების ამწყობი; ელექტრონული  მოწყობილობების  მომსახურე.