მასწავლებელთა გადამზადების ტრეინინგი დაიწყო

07/03/2017 მასწავლებელთა გადამზადების ტრეინინგი დაიწყო
მასწავლებელთა გადამზადება საქართველოს ტექნიკური გადამზადების ცენრის წარმატებული ფუნქციონირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. 2017 წლის 3 ივლისს სტუ-ს პროფესორ-მასწავლებელებისთვის ორკვირიანი გადამზადების კურსი დაიწყო.
მასწავლებელთა გადამზადების პროგრამაში სტუ-ს სხვადასხვა დეპარტამენტის 13 პროფესორ-მასწავლებელია ჩართული.
გადამზადების მიმდინარე ეტაპზე განიხილება ორი ძირითადი თემა, რაც მოიცავს მექანიკურ იმჟინერიასა და ელექტრო ინჟინერიას, განსაკუთრებული ყურადღების მიქცევით შესაბამის მოდულებსა და ტრენინგებზე, რომლის შემუშავებისას გამოყენებული იქნება გერმანული მეთოდოლოგია და დიდაქტიკური მიდგომა.



სიახლეებში დაბრუნება