მასწავლებელთა გადამზადების პროგრამის გაცნობითი სესია გაიმართა

06/02/2017 მასწავლებელთა გადამზადება საქართველოს ტექნიკური გადამზადების ცენრის წარმატებული ფუნქციონირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. სტუ-ს პროფესორ-მასწავლებელებისთვის პროგრამაზე დეტალური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, ტექნიკური გადამზადების ცენტრისთვის პროფესიული სტანდარტებისა და კურიკულუმის შემუშავების პროცესში, ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად, ჩართულია გერმანელი კონსულტანტი ჰოლგერ რეგბერი.

მასწავლებელთა გადამზადების პროგრამის გაცნობით სესიას სტუ-ს სხვადასხვა დეპარტამენტის 15 პროფესორ-მასწავლებელი დაესწრო.

ბატონმა რეგბერმა დამსწრეებს გააცნო გადამზადების კონცეფცია და მიმოიხილა ორი ძირითადი თემა, რაც მოიცავდა მექანიკურ იმჟინერიასა და ელექტრო ინჟინერიას, განსაკუთრებული ყურადღების მიქცევით შესაბამის მოდულებსა და ტრენინგებზე, რომლის შემუშავებისას გამოყენებული იქნება გერმანული მეთოდოლოგია და დიდაქტიკური მიდგომა. ამასთან, კონსულტანტმა ისაუბრა ტექნიკური გადამზადების ცენტრსა და მის როლზე საქართველოს პროფესიული განათლების სექტორში, პოტენციურ სტუდენტებსა და მათი შერჩევის წინაპრობებზე.

გერმანელმა კონსულტანტმა დამსწრეებს დაათვალიერებინა  ლაბორატორია და აუხსნა თუ როგორ ფუნქციონირებენ დანადგარები, რის შემდეგაც ბატონმა რეგბერმა უპასუხა პროფესორ-მასწავლებლების შეკითხვებს.

სიახლეებში დაბრუნება