საქართველოს ტექნიკური გადამზადების ცენტრის მიერ შეთავაზებული პროფესიების ანალიზის დოკუმენტების შემუშავებასთან დაკავშირებით 2-დღიანი სემინარი მოეწყო

04/21/2017 საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით, 20 და 21 აპრილს მოაწყო ორ-დღიანი სემინარი სტუ-ს ადმინისტრაციულ შენობაში შემოთავაზებული პროფესიების ანალიზის დოკუმენტის შემუშავების დასრულების მიზნით. შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ რკინიგზის კოლეჯისა და კოლეჯი სპექტრის წარმომადგენლები.

სემინარის ფარგლებში განიხილეს ანალიზის დოკუმენტები შემდეგ პროფესიებთან მიმართებაში: მექანიკის ინჟინერიის ტექნიკოსი, წარმოების სუპერვაიზერი, მექატრონიკის ტექნიკოსი, დაბალი და მაღალი ძაბვის ელექტრიკოსები. პროექტის შესაბამისმა ექსპერტებმა წარმოადგინეს, ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნული ცენტრის მოთხოვნებთან შესაბამისად შემუშავებული დოკუმენტები. სტუ-ს დარგობრივმა ექსპერტებმა და კომპანიის წარმომადგენლებმა გააკეთეს კომენტარები. მხარეები შეთანმდნენ, მომდევნო კვირისთვის დაასრულონ დოკუმენტებზე მუშაობა და შეათანმონ  განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნულ ცენტრთან.

სიახლეებში დაბრუნება