მასწავლებელთა გადამზადების მიზნით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სპეციალური ლაბორატორია მოეწყო

03/17/2017 სტუ-ს ადმინისტრაციული შენობის სპეციალურად მოწყობილ სივრცეში ჩამოვიდა და დაინსტალირდა, BP -ს თანადაფინანსებით (მთლიანი საფასური - 578,991 აშშ დოლარი) შეძენილი ლაბორატორიების აღჭურვილობები. აღნიშნული სივრცის რეკონსტრუქციის, აღჭურვილობისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის ხარჯები დაიფარა სტუ-ს მიერ.

2017 წლის იანვარში კონტრაქტორმა გერმანულმა კომპანიამ Festo Didactic -მა ჩამოიტანა BP -საქართველოს მიერ შესყიდული აღჭურვილობა და დაამონტაჟა სტუ-ს ადმინისტრაციულ შენობაში.

2017 წლის 6-14 მარტს Festo Didactic -ის წარმომადგენლებმა მოახდინეს დანადგარების მონტაჟი, ტესტირება და დანერგვა სტუ-ს პროფესორ-მასწავლებლების თანდასწრებით.

სასწავლო სივრცის აღჭურვილობა გამიზნულია მენტორ-მასწავლებლების გადამზადებისთვის და რეკონსტრუქციის დასრულების შემდგომ, გადატანილ იქნება საქართველოს ტექნიკური გადამზადების ცენტრში.


სიახლეებში დაბრუნება