ERASMUS+ INTERNATIONAL CREDIT MOBILITY (ICM) - საერთაშორისო მობილობა კრედიტების დაგროვებით

ERASMUS+ INTERNATIONAL CREDIT MOBILITY (ICM)
საერთაშორისო მობილობა კრედიტების დაგროვებით

2015 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ახორციელებს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ გაცვლით პროგრამებს ერაზმუს+ (Erasmus+) პირველი აქტივობის (ინდივიდუალური სასწავლო მობილობა) ფარგლებში - საერთაშორისო მობილობას კრედიტების დაგროვებით - International Credit Mobility (ICM).

2017-2018 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრისათვის  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერაზმუს+ საერთაშორისო მობილობის პროგრამას კრედიტების დაგროვებით (Erasmus+ International Credit Mobility KA107 აქტივობა) განახორციელებს შემდეგ ევროპულ უნივერსიტეტებთან:
ლატვია:

უნგრეთი:

ესპანეთი:

თურქეთი:

ლიტვა:

პოლონეთი:

იტალია:

სტუდენტთა მობილობა
  • ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტთა საერთაშორისო მობილობა 1 ან 2 სემესტრით. უცხოეთში გატარებული სასწავლო პერიოდი უნდა შეესაბამებოდეს სტუდენტის სასწავლო პროგრამას გამგზავნ უნივერსიტეტში.
ICM პროგრამა ფარავს მგზავრობის ხარჯებს და გასცემს სტიპენდიებს.
ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა სტუდენტებისთვის განსაზღვრულია მიმღები ქვეყნის შესაბამისად:


დანია, ირლანდია, საფრანგეთი, იტალია, ავსტრია, ფინეთი, შვედეთი, დიდი ბრიტანეთი, ლიხტენშტეინი, ნორვეგია

850 ევრო

ბელგია, ჩეხეთის რესპუბლიკა, გერმანია, საბერძნეთი, ესპანეთი, ხორვატია, კვიპროსი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პორტუგალია, სლოვენია, ისლანდია, თურქეთი

800 ევრო

ბულგარეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, უნგრეთი, მალტა, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, მაკედონია

750 ევრო

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: 

  • სტუდენტებს, რომლებიც კონკურსის მიმდინარეობისას ირიცხებიან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შესაბამის საფეხურზე 


კონკურსში მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ: 

  • პირველი და დამამთავრებელი კურსის ბაკალავრებს
  • დამამთავრებელი კურსის მაგისტრანტებს
  • ბაკალავრებს და მაგისტრანტებს, რომლებსაც უკვე მიღებული აქვთ Erasmus Mundus გრანტი ანალოგიურ საფეხურზე
  • დოქტორანტურის სტუდენტებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს Erasmus Mundus და Erasmus+ გაცვლით პროგრამებში და მათი მობილობის პერიოდი დაგეგმილი მობილობის ჩათვლით აღემატება 12 თვეს


დოკუმენტები კონკურსში მონაწილეობისათვის:

სტუდენტი (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა)

  • პირადობის მოწმობის /პასპორტის ასლი
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა (ინგლისურ ენაზე) 
  • EUROPASS CV (ინგლისურენაზე) 
  • სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე) 
  • შესაბამისი ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი/ცნობა (თუ კანდიდატს მიღებული აქვს წინა განათლება ინგლისურენოვან პროგრამაზე, სერტიფიკატი/ცნობა აღარ მოითხოვება)
  • ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე) 
  • შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (ინგლისურ ენაზე) 
  • სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე) 
  • ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში) (ინგლისურ ენაზე) 
  • ბოლოს მიღებული უმაღლესი განათლების საფეხურის დიპლომი და დანართი (ინგლისურ ენაზე) (არსებობის შემთხვევაში)
  • კვლევის გეგმა (ინგლისურ ენაზე) (მხოლოდ დოქტორანტებისთვის)
  • მხარდაჭერის წერილი მიმღები უნივერსიტეტის პროფესორის /ადმინისტრაციული ერთეულისგან (ინგლისურ ენაზე) (ოფიციალური დოკუმენტი სავალდებულო არ არის. საკმარისია ელ-ფოსტით მიღებული თანხმობა) (მხოლოდ დოქტორანტებისთვის)

აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა

  • სწავლების მიზნით: 
    აკადემიურ პერსონალს საშუალება ეძლევა, ასწავლოს და ჩაატაროს ლექციები პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში
  • ტრენინგის მიზნით: 
    აღნიშნული აქტივობის მიზანია უნივერსიტეტის თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა პარტნიორ უნივერსიტეტში, ტრენინგის (კონფერენციების გარდა) ან სამუშაოზე დაკვირვების (job shadowing) შესაძლებლობების შექმნით.


აკადემიურ/ადმინისტრაციულ პერსონალზე ყოველდღიური გრანტის ოდენობა განსაზღვრულია მიმღები ქვეყნის შესაბამისად:


დანია, ირლანდია, ნიდერლანდები, შვედეთი, დიდი ბრიტანეთი

160 ევრო

ბელგია, ბულგარეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, საბერძნეთი, საფრანგეთი, იტალია, კვიპროსი, ლუქსემბურგი, უნგრეთი, ავსტრია, პოლონეთი, რუმინეთი, ფინეთი, ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია, თურქეთი

140 ევრო

გერმანია, ესპანეთი, ლატვია, მალტა, პორტუგალია, სლოვაკეთი, იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია

120 ევრო

ესტონეთი, ხორვატია, ლიტვა, სლოვენია

100 ევრო

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: 

  • აკადემიურ/ადმინისტრაციულ პერსონალს, რომელიც კონკურსის მიმდინარეობისას საქართველოს ტექნიკური უნიევრსიტეტის თანამშრომელია (შტატიანი ან ხელშეკრულებით მოწვეული თანამშრომელი)

დოკუმენტები კონკურსში მონაწილეობისათვის:

ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალი


კონკურსში შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ აპლიკანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს მუნდუსის, ერაზმუს+ მობილობის პროგრამების ფარგლებში.

Erasmus+ Credit Mobility პროგრამაში მონაწილეობის მსურველთათვის კონკურსი ცხადდება ორ ეტაპად:

  • მიმდინარე აკადემიური წლის გაზაფხულზე დაგეგმილი მობილობებისთვის კონკურსი ჩატარდება ნოემბერში, საბუთების წარდგენის ბოლო ვადა 15 ნოემბერი;
  • მომავალი აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრში დაგეგმილი მობილობებისთვის კონკურსი ჩატარდება მიმდინარე წლის აპრილში, საბუთების წარდგენის ბოლო ვადა 15 აპრილი.

შენიშვნა: საბუთების წარდგენის ბოლო ვადები შეიძლება შეიცვალოს კონკრეტული კოორდინატორი უნივერსიტეტის მოთხოვნების შესაბამისად. დეტალური ინფორმაცია კონკურსის პირობების, შემოთავაზებული მობილობის ტიპებისა და ვადების შესახებ პერიოდულად გამოქვეყნდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდზე.

აკადემიური მიმართულებებისა და კოდების განმარტებისთვის იხილეთ ბმული

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარე ერაზმუს+ საერთაშორისო მობილობის პროგრამებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურს.

სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი (კოსტავას ქ. 77), II სართული, ოთახი N221; ოთახი N223; ოთახი N225

ტელ.: (+995 32) 236 31 25; 236 53 90; 236 32 06

ელ.ფოსტა: erasmusplus@gtu.ge 


დასრულებული კონკურსები

სასარგებლო ბმულები:


ბანერები