ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა დებრეცენის უნივერსიტეტში - 2017/18 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი

03/15/2017

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა დებრეცენის უნივერსიტეტში - 2017/18 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი

დებრეცენის უნივერსიტეტი (დებრეცენი, უნგრეთი) (University of Debrecen – UD)
ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2017-2018 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისათვის (I სემესტრი).

შერჩევის პროცედურა


ბაკალავრიატის, მაგისტრატურის სტუდენტებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 18.04.17

შიდა საუნივერსიტეტო ტესტირება უცხო ენაში: 21.04.17

ნომინანტების წარდგენის ბოლო ვადა: 26.04.17

დებრეცენის უნივერსიტეტში ERASMUS+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით მეტი დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

სასწავლო კურსებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ. (უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერ-ინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია მათემატიკა, სტატისტიკა  და საინფორმაციო  ტექნოლოგიებთან დაკავშირებული საგანმანათლებლო კურსები).

დებრეცენის უნივერსიტეტში მობილობის პერიოდში დამატებით სასარგებლო პრაქტიკული ინფორმაციისათვის შეგიძლიათ იხილოთ ბმული.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ აპლიკანტებს, რომლებსაც აქვთ შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და, ამავე დროს, უცხოური ენის ფლობის მაღალი დონე.

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ სოციალურად დაუცველსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.

(უნივერსიტეტებს შორის ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში გაფორმებული ინტერ-ინსტიტუციონალური ხელშეკრულების საფუძველზე პრიორიტეტი მიენიჭება მათემატიკის, სტატისტიკისა  და საინფორმაციო  ტექნოლოგიების სამეცნიერო მიმართულებებს).

შერჩევის პროცედურა

აკადემიური პერსონალისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 18.04.17 

შიდა საუნივერსიტეტო ტესტირება უცხო ენაში: 21.04.17 

ნომინანტების წარდგენის ბოლო ვადა: 26.04.17 

დებრეცენის უნივერსიტეტში ERASMUS+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით მეტი დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

დებრეცენის უნივერსიტეტში მობილობის პერიოდში დამატებით სასარგებლო პრაქტიკული ინფორმაციისათვის შეგიძლიათ იხილოთ ბმული.

აკადემიური პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

აკადემიური პერსონალის მობილობა განხორციელდება მიმღებ ფაკულტეტებთან შეთანხმების მიხედვით, ზამთრისა და გაზაფხულის სემესტრების განმავლობაში (უნივერსიტეტებს შორის ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში გაფორმებული ინტერ-ინსტიტუციონალური ხელშეკრულების საფუძველზე პრიორიტეტი მიენიჭება მათემატიკის, სტატისტიკისა  და საინფორმაციო  ტექნოლოგიების სამეცნიერო მიმართულებებს).

სიახლეებში დაბრუნება