საზაფხულო სკოლა - ათენის ვებსტერის უნივერსიტეტი

03/13/2017

საზაფხულო სკოლა - ათენის ვებსტერის უნივერსიტეტი

2017 წლის 31 ივლისს -7 აგვისტოს, ათენის ვებსტერის უნივერსიტეტში (საბერძნეთი) ჩატარდება საზაფხულო სკოლა.

აღსანიშნავია, რომ ათენის ვებსტერის უნივერსიტეტი აშშ-ის მიერ აკრედიტებული უნივერსიტეტია საბრძნეთში და „ამერიკის საუკეთესო უნივერსიტეტები 2017“  ანგარიშის თანახმად, საზღვარგარეთული სწავლების პროგრამებში უმაღლეს რანგს იკავებს.

საზაფხულო სკოლის მიერ შემოთავაზებული პროგრამებია:
• ბიზნესის ადმინისტრირება
• ეკონომიკა
• ინფორმაციული მენეჯმენტი
• მარკეტინგი
• მედია კომუნიკაციები
• ფსიქოლოგია 
• ინგლისური
• პედაგოგიკა

საზაფხულო სკოლის პროგრამა, ლექციების კურსთან ერთად, ითვალისწინებს პრაქტიკულ მეცადინეობებს ჯგუფებში, პრაქტიკულ სემინარებს, დისკუსიებს, ასევე, ექსკურსიებსა და სხვა კულტურულ ღონისძიებებს.

პროგრამის მონაწილეები იცხოვრებენ მათთვის სპეციალურად შერჩეულ უნივერსიტეტის აპარტამენტებში, სადაც იქნება სამზარეულო, კონდიციონერი, სამრეცხაო და ინტერნეტი.

მონაწილეთა მინიმალური რაოდენობა ჯგუფში გულისხმობს 15 მონაწილეს.

პროგრამის საფასურია  545 ევრო და მასში შედის:
• დახვედრა, განთავსება
• ვებსტერის ათენის სერტიფიკატი
• საცხოვრებელი ბინა საბერძნეთში  
• აუდიტორიებზე, ბიბლიოთეკებსა და კომპიუტერულ ტექნიკაზე წვდომა
• ჯგუფური ექსკურსია, მგზავრობისა და საცხოვრებელი  ხარჯები საბერძნეთში
• ვიზიტი აკროპოლისში
• აგორას, ბენაკის და არქეოლოგიური მუზეუმების დათვალიერება
• აკროპოლისის ბრწყინვალე ხედი სასწავლო ტერიტორიიდან
• უკაბელო ინტერნეტი
• ორგანიზაციული ღონისძიებები დასვენების დღეებში
• 24/7 სასწრაფო დახმარება ათენში 
• სამდივნო და ადმინისტრაციული მხარდაჭერა
• ჯგუფის ტრანსფერი აეროპორტში, საბერძნეთში 
• ერთდღიანი კრუიზი სამ კუნძულზე: ჰიდრა, პოროსი და ეგინა
• სადილი  კუნძულებზე ექსკურიის დროს 

პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ:
ლალი ჩახვაშვილი
ტელ:  593 953047
ელ. ფოსტა: lalichakhvashvili@gmail.com.
ირინა გოცირიძე
ტელ.: 571 78 11 49
ელ.ფოსტა: i.gotsiridze@gtu.ge

სიახლეებში დაბრუნება