ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი 2017

03/13/2017

ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი 2017

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ვაკის პარკში დაგეგმილ სამეცნიერო პიკნიკში მონაწილეობის მსურველთათვის.

ღონისძიება ილიაუნის მეექვსე სამეცნიერო პიკნიკი თბილისის მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში გაიმართება და დაგეგმილია 2017 წლის 30 სექტემბერს.

ერთდღიანი ღონისძიება, რომელიც ტრადიციულად ყოველ წელს იმართება, დამთვალიერებელს სთავაზობს  მრავალფეროვან პროგრამას, აქტივობებს  და დაუვიწყარ სანახაობას.  პიკნიკის მთავარი ამოცანაა სახალისო ფორმით წარმოაჩინოს თანამედროვე მეცნიერების მიღწევები, განსაკუთრებით, საბუნებისმეტყველო დისციპლინებში.

სამეცნიერო პიკნიკის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ოფიციალური ვებგვერდი.

მონაწილეობის მიღება, ტრადიციულად, შეეძლებათ სკოლებს, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამთავრობო უწყებებსა და მეცნიერების პოპულარიზაციით დაინტერესებულ ინსტიტუციებს.

ღონისძიებაში მონაწილეობისათვის ორგანიზაციებმა 25 აპრილამდე  უბნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა, სადაც დაწვრილებით მიეთითება ინფორმაცია ორგანიზაციაზე, ასვეე, ჩასატარებელ აქტივობებსა და შესაბამის საჭიროებეზე.

ამ ღონისძიებისთვის შემდგარი სპეციალური კომისია განიხილავს შესაბამის მონაცემებს და მიმდინარე წლის 31 მაისამდე აცნობებს ორგანიზაციას მიღებულ გადაწყვეტილების შესახებ.

სიახლეებში დაბრუნება