ERASMUS+ პერსონალის საერთაშორისო კვირეული ვიესტეში

03/13/2017

ERASMUS+ პერსონალის საერთაშორისო კვირეული ვიესტეში

2017 წლის 19 – 24 ივნისს, იტალიის ფოჯას უნივერსიტეტის (University of Foggia -  UNIFG) ორგანიზებით, ჩატარდება ერაზმუს+ პერსონალის საერთაშორისო კვირეული. ღონისძიება ქალაქ ვიესტეში, Hotel I Melograni სასტუმროში გაიმართება და უმასპინძლებს 100-მდე კოლეგას ევროპიდან.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 31.03.2017.

მონაწილეობის გადასახადია 150 ევრო.

სააპლიკაციო განაცხადი წარდგენილი უნდა იქნას ელექტრონულად, შესაბამის ვებგვერდზე

მონაწილეთა ფეისბუკ ჯგუფი შეგიძლიათ იხილოთ აქ.

მანამდე ჩატარებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისა და სურათებისათვის იხილეთ ვებგვერდი 

საკონტაქტო პირი:
მარია კიავარელა (Maria Ciavarella)
ფოჯას უნივერსიტეტი
ელ.ფოსტა: maria.ciavarella@unifg.it

სიახლეებში დაბრუნება