19 სექ

სამაგისტრო პროგრამებზე დამატებითი ჩარიცხვის შესახებ

სტუ-ში 2019-2020 სასწავლო წელს სამაგისტრო პროგრამებზე დამატებითი ჩარიცხვის შესახებ
18 სექ

მაგისტრანტობის კანდიდატების საყურადღებოდ!

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის მაგისტრანტობის კანდიდატებმა, რომლებმაც ჩააბარეს სასპეციალიზაციო გამოცდა სასწრაფოდ უნდა გააფორმონ ხელშეკრულება 25 სექტემბრის ჩათვლით 710ა აუდიტორიაში (10:00 სთ.-16:00სთ.)
18 სექ

ბოლონიის თემატური პრიორიტეტების განსაზღვრა

ბოლონიის სამეთვალყურეო ჯგუფის (BFUG) ბუქარესტის 2019 წლის აპრილის შეხვედრაზე ორგანიზატორებმა წარმოადგინეს კონცეფცია - „ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის მომავალი: გვახსოვდეს წარსული, განვჭვრიტოთ მომავალი“, რომლის ძირითადი მიზანია ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის „მმართველობისა და თემატური პრიორიტეტების განსაზღვრა 2020 წლის შემდეგი პერიოდისათვის“
16 სექ

კონფერენცია “ხელისუფლება და საზოგადოება – 2019“

XIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “ხელისუფლება და საზოგადოება – 2019“
16 სექ

,,OriGIn”-ის გენერალური ასამბლეის სესიის გამართვა

გაცნობებთ, რომ 2019 წლის, 24 სექტემბერს, ქ. თბილისში, სსიპ - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - ,,საქპატენტის“ და გეოგრაფიული აღნიშვნების გლობალური ალიანსის - ,,OriGIn” ორგანიზებით, იგეგმება ,,OriGIn”-ის გენერალური ასამბლეის სესიის გამართვა
16 სექ

უნივერსიტეტების როლი რეგიონული განვითარების პოლიტიკის პროცესში

გაცნობებთ, რომ სამშაბათს 24 სექტემბერს, სასტუმროში ,,ჰოლიდეი ინნ“ ( მის: 26 მაისის მოედანი 1, თბილისი) გაიმართება ღონისძიება: უნივერსიტეტების როლი რეგიონული განვითარების პოლიტიკის პროცესში
ყველა სიახლის ნახვა

საინფორმაციო ფურცელი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი


ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტი

საბაკალავრო პროგრამები:
  1. ეკონომიკა;
  2. ბიზნესის ადმინისტრირება (ქართ., რუს.);
  3. სამართალმცოდნეობა;
  4. საერთაშორისო ურთიერთობები (ქართ., რუს.);
  5. საჯარო მმართველობა;
  6. საზოგადოებრივი ურთიერთობები;
  7. საბანკო და საფინანსო ტექნოლოგიები;
  8. რეგიონმცოდნეობა;
  9. მასობრივი კომუნიკაცია;
  10. ჟურნალისტიკა (რუს.);
სამაგისტრო პროგრამები:
  1. საერთაშორისო ურთიერთობები;
  2. ბიზნესის ადმინისტრირება (ქართ., ინგლ.);
  3. სამართალი;
  4. ეკონომიკა;
  5. რეგიონმცოდნეობა;
  6. საჯარო მმართველობა;
  7. საბანკო პროცესების მართვა;
  8. მასობრივი კომუნიკაცია;
ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტი ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტის სამართალმემკვიდრეა, რომელიც 1992 წელს შეიქმნა და იმ დროისათვის 3 სპეციალობას აერთიანებდა. დღეისათვის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტზე 12 საბაკალავრო, 9 სამაგისტრო და 5 სადოქტორო პროგრამა ხორციელდება, რომლებზეც ამჟამად 4000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს. მათგან 70 პრეზიდენტის სტიპენდიანტია.
2013 წლიდან ფაკულტეტზე აკრედიტებულია ახალი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები: რეგიონმცოდნეობა(ევროპისმცოდნეობა) და საჯარო მმართველობა;
აღსანიშნავია, რომ ჩვენი სპეციალობები არა მარტო კონკურენტუნარიანია, არამედ მოწინავე პოზიციები უკავიათ ქვეყნის საგანმანათლებლო ბაზარზე. კურსდამთავრებულები წარმატებული მოხელეები არიან: მინისტრები, მინისტრის მოადგილეები, პარლამენტის წევრები, სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელები, დიპლომატები, ბანკირები, ბიზნესმენები და ა.შ. წარჩინებით სწავლობენ ევროპისა და აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში - მაგისტრატურასა თუ დოქტორანტურაში. ბევრ მათგანს უკვე მიენიჭა დოქტორის აკადემიური ხარისხი.
აღსანიშნავია, რომ 1997 წლიდან გერმანიის მთავრობის ხელშეწყობით და მხარდაჭერით, ჩვენი ფაკულტეტის საუკეთესო სტუდენტები ყოველწლიურად იგზავნებიან სასწავლებლად და პროფესიული პრაქტიკის გასავლელად პარტნიორ უნივერსიტეტებში (ქ. ლუნებურგი, გელზენკირხენი, ბილეფელდი, ჰაიდელჰაიმი). გარდა ამისა, გერმანიის საელჩოს მიერ გამოცხადებულ DAAD-ის სტიპენდიას უკვე ტრადიციულად ეუფლებიან ჩვენი სტუდენტები და პროფესორები.
სამართალმცოდნეობის პროგრამის კურსდამთავრებულნი აღჭურვილნი არიან როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული უნარ-ჩვევებით, რასაც ხელი შეუწყო სამართლის დეპა-რტამენტში აშშ-ს იურისტთა ასოციაციის დახმარებით გახსნილმა სამართლის კლინიკამ, სადაც სტუდენტებს საშუალება ეძლევათ გაიარონ პრაქტიკა. ახლად დაარსებულ კრიმინალისტიკის ლაბორატორიისთვის შეძენილი იქნა საქართველოში ერთადერთი და ულტრათანამედროვე კრიმინალისტიკური აღჭურვილობა, რაც საშუალებას გვაძლევს მოვამზადოთ კრიმინალისტები პროფესიულ სწავლებით დადგენილი III, IV, V საფეხურის სტანდარტებით. სტუდენტების ინიციატივით შეიქმნა კლუბი - “იურისტთა ალიანსი”. ისინი აქტიურად თანამშრომლობენ საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სახალხო დამცველის აპარატთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
ჩვენი სტუდენტები მონაწილეობენ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ოლიმპიადებში. ფაკულტეტის დაფინანსებით ისინი იმყოფებოდნენ აშშ-ში, გერმანიაში, ლიტვაში, უკრაინაში, საფრანგეთში და ა.შ.
ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტზე ლექციებს კითხულობენ მაღალკვალიფიციური პროფესორები, რუსთაველის და სახელმწიფო პრემიების ლაურიატები, ცნობილი დიპლომატები და საზოგადო მოღვაწეები.
სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულნი სპორტის სხვადასხვა სახეობებში, სამოდელო ბიზნესსა და ხელოვნების სფეროებში. ჩვენი კურსდამთავრებულების მიერ გადაღებული ფილმები წარდგენილი იყო სხვადასხვა მნიშვნელოვან კონკურსებზე, მათ შორის ბერლინალეზე.
შეიქმნა სტუდენტთა პორტფოლიოების ერთიანი ბაზა, სადაც გათვალისწინებულია ისეთი აქტივობები, რომელიც დამსაქმებელს შესაძლებლობას მისცემს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე სრულყოფილად შეისწავლოს მომავალი თანამშრომლის პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევები.
ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს შეეძლებათ დასაქმება:
-სახელმწიფო უწყებებში (საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საქართველოს პარლამენტის აპარატი და შესაბამისი კომიტეტები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ქალაქის მერია; სასამართლოები, სახალხო დამცველის აპარატი; საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტი, საქართველოს დარგობრივი დეპარტამენტები, უწყებები და რეგიონული სამსახურები);
-საერთაშორისო ორგანიზაციებში (გაერო, ევროკავშირი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი და სხვ.) და საქართველოს წარმომადგენლობებში;
-არასამთავრობო ორგანიზაციებში;
-საერთაშორისო და ეროვნული საჯარო და კერძო ფირმებში, სავაჭრო წარმო-მადგენლობებში, ბანკებში, სადაზღვევო და საშუამავლო–სადისტრიბუციო კომპანიებში, ფონდებში, სასაქონლო, საფონდო და სავალუტო ბირჟებზე, საექსპორტო–საიმპორტო სააგენტოებში, სავაჭრო–სამრეწველო პალატისა და სხვა ეკონომიკურ სამსახურებში;
-თანამედროვე მასკომუნიკაციების საშუალებათა რედაქციებში (პრესა, რადიო-ტელევიზია, ინტერნეტ-ჟურნალისტიკა);
-საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებში, პრესცენტრებში, საინფორმაციო სააგენტოებში;
-სამეცნიერო და ანალიტიკურ სტრუქტურებში;
-უმაღლეს სასწავლებლებში;
-ადვოკატურაში;
-ნოტარიატში;
-ტურიზმის სახელმწიფო სტრუქტურაში;
-ეროვნული და ტრანსნაციონალური საკუთრების სასტუმროებში;
-ტუროპერატორულ და სატრანსპორტო საწარმოებში;
-ეკონომიკური პროფილის ფუნქციონალურ სტრუქტურებში
და ა.შ.


დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:
საქართველო, თბილისი 0175, კოსტავას 77, VI კორპუსი,
ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტი
ტელ: 236-52-13, 236-52-73