18 ოქტ

სტუდენტთა საყურადღებოდ!

Preview   2019-2020 სასწავლო წლის I სემესტრში ინდივიდუალურ საგანმანათლებლო
პროგრამაზე გადასვლის მსურველთა საყურადღებოდ!
18 ოქტ

მაგისტრანტთა საყურადღებოდ !

მაგისტრანტების სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების შესახებ
18 ოქტ

მივლინების ანგარიში


2019 წლის 19-20 სექტემბერს მაიამიში (ფლორიდა, აშშ-ში) ჩატარდა მე-4-ე საერთაშორისო კონგრესი და გამოფენა მიძღვნილი საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ეპიდემიოლოგიისა და კვების საკითხებისადმი,  სადაც მიწვეული იყო ტურიზმის ფაკულტეტის  ასოცირებულ პროფესორი მანანა ვასაძე, რომლის  პრეზენტაციამ უდიდესი მოწონება დაიმსახურა, რაც გამოიხატა იმ სამადლობელ წერილში, რომელიც კონგრესის აღმასრულებელმა კომეტეტმა გამოუგზავნა რექტორს ბ-ნ არჩილ ფრანგიშვილსა და ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანს ქ-ნ რუსუდან ქუთათელაძეს
11 ოქტ

საჯარო ლექციების ციკლი

2019 წლის 25 ოქტომბერს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისათვის  საჯარო ლექციებს ჩაატარებენ „ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის“ პროფესორები: შტეფან ჰუტერი,  ვილჰელმ ჰაუზერი.
11 ოქტ

კონფერენციის შრომების კრებული

“გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები” III საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომების კრებული
11 ოქტ

ფაკულტეტის საბჭოს სხდომა

9 ოქტომბერს ჩატარდა ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საბჭოს სხდომა
ყველა სიახლის ნახვა

მატერიალურ-ტექნიკური ბაზა

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა

სასწავლო პროცესის მართვის ავტომატიზირებული სისტემა ”დეკანატი”-ს ლოკალური კომპიუტერული ქსელი, რომელშიც გაერთიანებულია 10 კომპიუტერი. ქსელი უზრუნველყოფს ფაკულტეტის სასწავლო პროცესის დოკუმენტბრუნვის შეუფერხებელ მუშაობას;




საბანკო ტექნოლოგიების ლაბორატორია, სადაც თანამედროვე მეთოდების გამოყენებით ხორციელდება საბანკო და ფინანსების მიმართულებით სტუდენტების თეორიული ცოდნის გამყარება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება;

ინტერნეტ ტექნოლოგიების პორტალი ემსახურება ონლაინ სემინარების ტრანსლირებას, სტუდენტური ინტერაქტიული ინტერნეტ-რადიოს ფუნქციონირებას, ასევე ხელს უწყობს სტუდენტების შემოქმედებითი აქტივობას. პორტალს გააჩნია ელექტრონული ბიბლიოთეკა, სადაც თავმოყრილია ვიდეო გაკვეთილები, სამეცნიერო სტატიები და სხვა საინტერესო ინფორმაცია;

კომპიუტერული ცენტრი (მეშვიდე სართულზე), სადაც დღის განმავლობაში ფაკულტეტის ნებისმიერ სტუდენტს და პედაგოგს შეუძლია ისარგებლოს კომპიუტერით და ინტერნეტით;


    

ფაკულტეტის სტრუქტურული დანაყოფები და ყველა დეპარტამენტი აღჭურვილია იმ აუცილებელი კომპიუტერული და საოფისე ტექნიკით, რომელიც საჭიროა სასწავლო პროცესის სათანადო დონეზე წარმართვისთვის. 

ფაკულტეტს გააჩნია 135 ცალი Desktop  კომპიუტერი, 20 ცალი Notebook-ი, 50 ცალი პრინტერი (მათ შორის უმრავლესობა მრავალფუნქციურია),  ერთი A3 ფორმატის მაკოპირებელი აპარატი,14 აუდიტორიაში აყენია მულტიმედია პროექტორი, თანამშრომლების ოთახები უზრუნველყოფილია კონდიციონერებით. ფაკულტეტის კომპიუტერები ჩართულია ინტერნეტში.