12 აპრ

სტუდენტთა საყურადღებოდ !

სწავლის საფასურის გადაუხდელობის მიზეზით, დავალიანების მქონე სტუდენტების მიმართ გამოყენებული იქნა შეზღუდვა (დაბლოკვა)
08 აპრ

საბჭოს სხდომა

2019 წლის 10 აპრილს  12.00 სთ-ზე, 710ა აუდიტორიაში ჩატარდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საბჭოს  სხდომა
08 აპრ

პროფესორის დაჯილდოვება

საქართველოს პარლამენტარიზმის 100 წლისთავთან დაკავშირებულ საიუბილეო ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობის აღსანიშნავად საიუბილეო კომისიის წევრი ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი გიორგი ბაღათურია დაჯილდოვდა ქართული პარლამენტარიზმის საუკუნოვანი იუბილესადმი მიძღვნილი სამახსოვრო მედალიონით
08 აპრ

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტი გრან პრის გამარჯვებულია

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის პირველი წლის სტუდენტმა, ძიუდოისტმა ლუკა მაისურაძემ ანტალიაში მიმდინარე გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
06 აპრ

სტაჟირება ბუღალტრულ კომპანიაში

ბუღალტრული კომპანია ლიდერ ჯგუფს და ტექნიკურ უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, სტუდენტთა კარიერული განვითარების ხელშეწყობის მიზნით სტუდენტებს საშუალება ეძლევათ გაიარონ სტაჟირების კურსი პრაქტიკულ ბუღალტერიაში.
04 აპრ

მოწვევა კონფერენციაზე

კავკასიის უნივერსიტეტი გიწვევთ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში „ცვალებადი პოლიტიკურ-ეკონომიკური და ტექნოლოგიური ლანდშაფტი და მისი გავლენა ქვეყნის კონკურენტუნარიანობაზე“ მონაწილეობის მისაღებად. კონფერენცია ჩატარდება კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში 2019 წლის 11-12 ივლისს (მისამართი: თბილისი 0102, პაატა სააკაძის 1)
სიახლეების სრულად ნახვა

სამართლის კლინიკა

სამართლის კლინიკა
 
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის სამართლის დეპარტამენტში  2009 წლიდან არსებობს სამართლის კლინიკა, რომელიც შეიქმნა ამერიკის იურისტთა ასოციაციის (ABA) დაფინანსების,  უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა მაღალი აქტივობის შედეგად.
 
სამართლის კლინიკაში ჩართული სტუდენტები კლინიკაზე მიმაგრებულ პროფესორ-მასწავლებელთა დახმარებით ახდენენ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზაციას და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას. სტუდენტები მონაწილეობენ კლინიკის ეგიდით განხორციელებულ პროექტებსა და ღონისძიებებში.
  

კლინიკები სიახლეა საქართველოში, თუმცა მათ უკვე დიდი ხანია მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ ევროპული საუნივერსიტეტო სწავლების სისტემაში. კლინიკის არსებობა უნივერსიტეტებში მაჩვენებელია უნივერსიტეტის განსაკუთრებული ყურადღების სტუდენტებისადმი, ზრუნვის მათ პროფესიონალიზმზე, კვალიფიციურობაზე და კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე ქვეყნის შიდა თუ გარე ბაზარზე.
 
სამართლის კლინიკა 2009 წლიდან მოყოლებული ახორციელებს იურიდიულ კონსულტაციებს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და საგადასახადო სამართლის სფეროში. კლინიკის მომსახურებაში შედის კლიენტის მოთხოვნის შესაბამისად უფასო სატელეფონო და პირადი კონსულტაციები, სამართლებრივი დოკუმენტების შედგენა-შეგროვება, ადმინისტრაციული ორგანოებთან დავის წარმოება, პირველი ინსტანციის სასამართლოში სამოქალაქო  და ადმინისტრაციული დავებზე წარმომადგენლად გაყოლა. ასევე 2010 წლიდან კლინიკის იურიდიულ კონსულტაციებს დაემატა სისხლის სამართლის სფერო, რითაც შესაძლებელიკ გახდა განსაზღვრული ტიპის საქმეებზე დაინტერესებული პირებისთვის სამართლებრივი დახმარების გაწევა.
 
გარდა იურიდიული კონსულტაციებისა, 2010 წლიდან  სამართლის კლინიკის ეგიდით ხორციელდება არა ერთი პროექტი თუ ღონისძიება, რომელიც მიმართულია სტუდენტთა აქტივობის და მოტივაციის ამაღლებაზე,  ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის სკოლის განვითარებაზე.
   

სამართლის კლინიკის სტუდენტები მონაწილეობას ღებულობენ  საზღვარგარეთ ჩატარებულ სხვადასხვა პროექტებში თუ კონკურსებში. მაგალითად, კლინიკის სტუდენტებისაგან დაკომპლექტებულმა გუნდმა 2009 წელს მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო იურისტ სტუდენტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ პროექტში (ქ. ვენა), 2010 წლის ოქტომბერში - უცხოური ინვესტიციების იმიტირებულ საარბიტრაჟო პროცესებში კალიფორნიის შტატში (აშშ), 2010 წელს (ქ. სოფია), 2011 წელს  (ქ. ვილნიუსი)  - ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის იმიტირებულ სასამართლო პროცესში და 2012 წელს (ქ. ფრანკფურტი) - ფრანკფურტის საინვესტიციო არბიტრაჟის იმიტირებულ სასამართლო პროცესში .