22 მარტ

საჯარო ლექცია

22 მარტს, 15 საათზე, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე, 710ა აუდიტორიაში ჩატარდება საჯარო ლექცია თემაზე "ვინ არის კარგი მენეჯერი?"
21 მარტ

სტუდენტები „სსე“-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტთან არსებული, საჯარო მოხელეთა კლუბის სტუდენტები ესტუმრნენ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ს.
20 მარტ

აბიტურიენტთა საყურადღებოდ!

ძვირფასო აბიტურიენტებო, 2019 წლის აბიტურიენტთა ცნობარში ცვლილებებია!
19 მარტ

მოწვეული პროფესორის წარმატება

პროფესორი მერაბ ვანიშვილი მსოფლიოში აღიარებული ჟურნალის - (Website:http://www.davidpublisher.org/Home/Journal/CUBR or http://www.davidpublisher.org/Home/Journal/CBR) - სარედაქციო კოლეგიის წევრთა შორის!
18 მარტ

საკონსულტაციო საათები

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორთა საკონსულტაციო საათები
16 მარტ

ღონისძიება ბრიუსელში

14-15 თებერვალს, ბელგიის და ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქ ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-10 წლისთავი აღინიშნა, რომელშიც მთელი ევროპიდან 100-მდე "ახალგაზრდა ევროპელმა ელჩმა" და ახალგაზრდა ლიდერებმა მოიყარა თავი
სიახლეების სრულად ნახვა

აუდიო-ვიდეო ლაბორატორი

აუდიო-ვიდეო ლაბორატორია
 
აუდიო-ვიდეო ლაბორატორიის ძირითადი დანიშნულებაა აუდიო-ვიზუალური და მედია ხელოვნების მიმართულებით სასწავლო პროცესის სათანადო დონეზე წარმართვის უზრუნველყოფა.
 
ლაბორატორიას გააჩნია  თანამედროვე ტექნიკური საშუალებები: ციფრული ვიდეოკამერები, კომპიუტერული სამონტაჟო სამუშაო ადგილი, აუდიო-ვიდეო ჩამწერი და საჩვენებელი ტექნიკა (აუდიომიქშერი, პლეერები, ტელევიზორები, მულტიმედია პროექტორი, მინიდივი) და სხვადასხვა აქსესუარები (შტატივი, საყურისი, მიკროფონები და ა.შ.), რათა მაღალ დონეზე ჩატარდეს ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები.
 
 
    
 
 
სასწავლო პროცესის ფარგლებში სტუდენტებს ლაბორანტის დახმარებით შეუძლიათ ლაბორატორიაში არსებული კომპიუტერული სამონტაჟო აპარატურის გამოყენება მათ მიერ გადაღებული (ჩაწერილი) ვიდეო-აუდიო და ფოტო მასალის დასამუშავებლად.
 
ლაბორატორიაში ხორციელდება სტუდენტების ხმების ჩაწერა კომპიუტერში და შემდგომ ჩანაწერების მოსმენა და განხილვა, რაც მათ მეტყველების კულტურის გამომუშავებაში ეხმარება.
 
საეთერო იმიჯის საგნის სწავლების ფარგლებში ხდება სტუდენტთა მიერ საინფორმაციო წამყვანის იმიტაციის ვიდეო გადაღება და შემდგომ მისი ჩვენება. ეს ხელს უწყობს სტუდენტებს ნაკლოვანებების გამოსწორებაში და პრაქტიკული ჩვევების გამომუშავებაში.
 
    
 
ლაბორატორიაში სტუდენტებს შეუძლიათ მიიღონ დახმარება ლექციებზე მიღებული დავალებების შესრულებაში (აუდიო-ვიდეო-ფოტო მასალის კომპიუტერში შეტანა, გახმოვანება, მონტაჟი, სლაიდშოუ და სხვ.).
 
სასწავლო პროცესიდან გამომდინარე მიღებული დავალების შესასრულებლად სტუდენტებზე გარკვეული ვადით გაიცემა ლაბორატორიაში არსებული აპარატურა და ტექნიკა, რათა მათ  მიეცეთ  უნივერსიტეტის ფარგლებს გარეთ ნატურაზე გადაღების შესაძლებლობა.