23 ოქტ

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დოქტორანტის საჯარო ლექცია

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტის დოქტორანტმა, ვეფხია გრიგალაშვილმა, 23 ოქტომბერს, 11 საათზე, 105ა აუდიტორიაში, ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე – „ეროვნული თავდაცვის დაგეგმვის მოდელი“.
23 ოქტ

საჯარო ლექციების ციკლი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე  23 ოქტომბერს, 11 საათზე და 25 ოქტომბერს, 12 საათზე ჩატარდება საჯარო ლექციები
20 ოქტ

პროფესორ შტეფან ლანგის საჯარო ლექცია

2018 წლის 18 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებთან მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორმა შტეფან ლანგმა წაიკითხა ლექცია თემაზე – „ბიზნესის რეგულირება გერმანიაში“.
18 ოქტ

შეხვედრა ფინანსთა სამინისტროს აკადემიის წარმომადგენლებთან

16 ოქტომბერს, სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემიის წარმომადგენლები შეხვდნენ ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებს.
17 ოქტ

საჯარო ლექციების ციკლი

18 და 19 ოქტომბერს პროფესორი შტეფან ლანგი  ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის  ჩაატარებს საჯარო ლექციებს
17 ოქტ

საჯარო ლექცია ERASMUS-ის პროგრამით

2018 წლის 15 ოქტომბერს ERASMUS-ის პროგრამით თურქეთის Afyon kocatepe University-ის პროფესორებმა  ისმაილ ციგერციმ და სენემ კოქმა  ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე წაიკითხეს საჯარო ლექცია თემაზე: „თურქეთის საგადასახადო სისტემა“.
სიახლეების სრულად ნახვა

რესურსები


ბიბლიოთეკა 

 

ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტზე 1999 წლიდან ფუნქციონირებს გერმანულენოვანი ბიბლიოთეკა, წიგნები გვაჩუქა საერთაშორისო გერმანული აკადემიური გაცვლის სამსახურმა. 2005 წლიდან დაიწყო ფუნქციონირება სამართლის ბიბლიოთეკამ, თუმცა გააჩნდა ძალზე მწირი წიგნადი ფონდი.
 
2007 წლიდან ფაკულტეტზე გამოიყო ფართი და სტანდარტების მაღალ დონეზე მოეწყო ორი ბიბლიოთეკა - „სამართლის“ და „სოციალური, ბიზნესის და გერმანულენოვანი ლიტერატურის“. წიგნადი ფონდი შეივსო, განახლდა და დღეისათვის ბიბლიოთეკებში 5000-ზე მეტი წიგნია. მატულობს ელექტრონული სახელმძღვანელოების რიცხვი.
 
დღის განმავლობაში 50-ზე მეტი სტუდენტი სარგებლობს სამკითხველო დარბაზების მომსახურებით. 





....                                    ..