13 დეკ

შეხვედრა ბიზნესომბუდსმენთან

2018 წლის 18 დეკემბერს (სამშაბათი) 15 საათზე სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში (ადმინისტრაციული კორპუსი) სტუ-ს ბიზნესისა და სამართლის ინსტიტუტის ინიციატივით ჩატარდება შეხვედრა საქართველოს ბიზნესომბუდსმენთან ბატონ ირაკლი ლექვინიძესთან.
12 დეკ

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორის წარმატება

ავსტრიის სამეცნიერო საზოგადოების მიერ გამოცემულმა ჟურნალმა „European Journal of Economics and Management Sciences“, რომელსაც ტომსონ როიტერის სააგენტოს მიერ მინიჭებული აქვს იმპაქტ-ფაქტორი, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, მაია ჩეჩელაშვილი აირჩია თავისი რედკოლეგიის წევრად.
07 დეკ

საჯარო ლექციების ციკლი

10 დეკემბერს, 16 სთ-ზე სტუ-ში ტარდება საჯარო ლექცია თემაზე: „ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის და სამოქალაქო საზოგადოების როლი ევროპის ინტეგრაციაში“. ლექციას ატარებს ევროკომისიის წარმომადგენელი საქართველოში, ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის პრეზიდენტი, ჰენრი მალოსი.
27 ნოე

გამოცდების ცხრილი

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის 2018-19 სასწავლო წლის პირველი   სემესტრის  შუალედური გამოცდების ცხრილი
26 ნოე

კონსულტაციების გრაფიკი

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა კონსულტაციების გრაფიკი (2018-2019 წ. I სემესტრი)
22 ნოე

მივლინების ანგარიში

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პროფ. გ.იაშვილის იტალიის ქ.რომში მივლინების ანგარიში
სიახლეების სრულად ნახვა

კრაუდსორსინგის კლინიკა

07/05/2018

კრაუდსორსინგის კლინიკა მუშაობას შეუდგა

2018 წლის 1 ივლისს, საჯარო მმართველობის პრობლემათა ინსტიტუტის ინიციატივით, მუშაობა დაიწყო კრაუდსორსინგის (Crowdsoursing) კლინიკამ, რომლის მიზანია საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი პრობლემების გადასაწყვეტად საჯარო მმართველობის სტუდენტებსა და სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლებს შორის პრაქტიკული კონსულტირება;
კრაუდსორსინგის კლინიკის ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ტექნოლოგიების ფაკულტეტის პროგრამის საჯარო მმართველობის I, II, III, IV კურსის სტუდენტებმა, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - ,,საქპატენტი“ს თავმდომარესთან ნიკოლოზ გოგილიძესა და არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დირექტორ გრიგოლ ტატიშვილთან ერთად იმსჯელეს კერძო და საჯარო სექტორის პარტნიორობის წარმატებულ მაგალითზე, რომელიც ელექტროქიმიის ინსტიტუტსა და ამერიკულ ფირმას შორის განხორციელდა საქპატენტის მიერ შეთავაზებული მოდელის მიხედვით.
გაიმართა კონსულტაციები სამეცნიერო–ინოვაციურ კვლევების სფეროში პრიორიტეტული მიმართულებების გამოკვეთის თაობაზე, რომლის დაფინანსებით სახელმწიფომ შესაძლებელია ეკონომიკურ წარმატებას მიაღწიოს. სტუდენტებმა ამ მიმართულებით სექტემბრის ბოლომდე საკუთარი პროექტების წარმოადგინა დააანონსეს, რომლის შემდეგ კონსულტაციათა ახალი რაუნდი იგეგმება.
კლინიკის მეორე ნაწილი მიეძღვნა კითხვებს: რა პრობლემები აქვს ქართულ კინოწარმოებას? რას აკეთებს სახელმწიფო ეროვნული კინემატოგრაფიის განვითარების და წახალისებისთვის?
ახალგაზრდა ქართველმა რეჟისორებმა: ბაქარ ჩერქეზიშვილმა, გიორგი სულთანიშვილმა სტუდენტებთან ერთად დასვეს საკითხი კინოცენტრის, როგორც მართვის სტრუქტურის ეფეტურობასთან დაკავშირებით. განიხილეს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში არსებული პრობლემები და გამართეს კონსულტაციები სახელმწიფოს მხარდაჭერის პრიორიტეტად დოკუმენტური ფილმების გამოცხადების თაობაზე.
პროექტში წარმატებით მონაწილე სტუდენტებს კლინიკაში ორწლიანი მუშაობის შემედეგ გადაეცემათ სპეციალური სერტიფიკატი.
შეხვედრა მიმდინარეობდა არაფორმალურ გარემოში დიალოგისა და კონსულტაციების რეჟიმში.