07 დეკ

საჯარო ლექციების ციკლი

10 დეკემბერს, 16 სთ-ზე სტუ-ში ტარდება საჯარო ლექცია თემაზე: „ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის და სამოქალაქო საზოგადოების როლი ევროპის ინტეგრაციაში“. ლექციას ატარებს ევროკომისიის წარმომადგენელი საქართველოში, ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის პრეზიდენტი, ჰენრი მალოსი.
27 ნოე

გამოცდების ცხრილი

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის 2018-19 სასწავლო წლის პირველი   სემესტრის  შუალედური გამოცდების ცხრილი
26 ნოე

კონსულტაციების გრაფიკი

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა კონსულტაციების გრაფიკი (2018-2019 წ. I სემესტრი)
22 ნოე

მივლინების ანგარიში

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პროფ. გ.იაშვილის იტალიის ქ.რომში მივლინების ანგარიში
22 ნოე

საერთაშორისო სემინარ-ტრენინგი

2018 წლის 22-23 ნოემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტარდება საერთაშორისო სემინარ-ტრენინგი „ციფრული ტექნოლოგიები და უმაღლესი განათლების ტრანსფორმაცია“.
15 ნოე

მივლინების ანგარიში

2018 წლის 03-04 ნოემბერს ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საერთაშორისო ასოციაციის (ANISSH) ორგანიზებით გაიმართა 23-ე საერთაშორისო კონფერენცია „მულტიდისციპლინარული ტენდენციე-ბი სოციალურ მეცნიერებათა და ბიზნესის კვლევებში“ - (MTSBR-NOV -2018), რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორებმა რუსუდან ქუთათელაძემ და ნინო ფაილოძემ
სიახლეების სრულად ნახვა

სტუდენტთა კონფერენციის ანგარიში

07/03/2018

სტუდენტთა 86–ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის
“ საჯარო მმართველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტის“
სექციის მუშაობის ანგარიში

2018 წლის 27 ივნისს, 15:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის „საჯარო მმართველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტში“ ჩატარდა „სტუდენტთა 86–ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია“. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები. კონფერენციაში სულ მონაწილეობდა 13 სტუდენტი.კონფერენციაზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები სწავლების საფეხურების მიხედვით:
ბაკალავრიატი:პირველი ადგილი: ნოზაძე ნიკოლოზი. ხელმძღვანელიპროფესორი ალექსანდრე ედიბერიძე. მოხსენების თემა: „საგნებზე ორიენტირებული ინტერნეტის გამოყენების ამოცანები“.
მაგისტრატურა:პირველი ადგილი:ლომიძე მარიამი. ხელმძღვანელი პროფესორი მარიამ ცაცანაშვილი. მოხსენების თემა:„მონაცემთა დაცვის ორგანიზაციულ–სამართლებრივი რეგულირების თავისებურებანი საქართველოში“.მეორე ადგილი:შანშიაშვილი ლელა. ხელმძღვანელი ასისტენტ–პროფესორი ბესიკ შერაზადიშვილი. მოხსენების თემა:„საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის ძირითადი ასპექტები“.მესამე ადგილი: ფიფია მანანა. ხელმძღვანელი პროფესორი გენადი იაშვილი. მოხსენების თემა: “Проблемы Грузинской молодежи и пути их решения”.
დოქტორანტურა:პირველი ადგილი: გრიგალაშვილი ვეფხია. ხელმძღვანელი პროფესორი გენადი იაშვილი. მოხსენების თემა: “პრეზიდენტის კომპეტენცია სახელმწიფო თავდაცვის მართვაში და მისი აღსრულების თავისებურებები”.მეორე ადგილი:ხატიაშვილი ნინა.ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი ოთარ ბაღათურია. მოხსენების თემა: „თანამედროვე ქართული სახელმწიფოს სულიერი უსაფრთხოება“; მესამე ადგილი: ნოზაძე დავითი. ხელმძღვანელი პროფესორი ალექსანდრე ედიბერიძე. მოხსენების თემა:“სოციალური კომერციის განვითარება და წინაპირობა”.