09 ოქტ

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორთა წარმატება!

საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში „European Science Review” (2018 #7-8, გვ. 188-191) გამოქვეყნდა ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორების - რუსუდან ქუთათელაძისა და მაია ჩეჩელაშვილის ერთობლივი სტატია.
06 ოქტ

თანამშრომლობა ზაარლანდის ტექნიკის და ეკონომიკის უნივერსიტეტთან

თანამშრომლობა “ზაარლანდის ტექნიკის და ეკონომიკის უნივერსიტეტსა” (ზაარბრიუკენი)  და “საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის” (თბილისი)
05 ოქტ

უცხოელი ექსპერტის ტრენინგები ჩვენი ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებისთვის

1-5 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნიკური გადამზადების ცენტრის ორგანიზებითა და ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ხელშეწყობით, პედაგოგ-მასწავლებელთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, გაიმართა ტრენინგები
03 ოქტ

გასაუბრება სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველებთან

2018 წლის 1 ოქტომბერს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე  განხორციელდა  სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველი კანდიდატებისათვის გასაუბრება.
03 ოქტ

საჩვენებელი ლექცია-სემინარული მეცადინეობები ინგლისურ და ქართულ ენებზე

2018 წლის 27 სექტემბერს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე სტუ-ს აკადემიური საბჭოს 2016 წლის 21 ივნისის დადგენილების: „უცხოენოვან საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლების განმახორციელებელ აკადემიურ თანამდებობაზე მყოფი პირისათვის თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ შესასრულებლად ბიზნესის ადმინისტრირების და საჯარო მმართველობის დეპარტამენტებში  აკადემიური პერსონალის მიერ ჩატარდა საჩვენებელი ლექცია-სემინარული მეცადინეობები ინგლისურ და ქართულ ენებზე
03 ოქტ

საჩვენებელი ლექცია-სემინარული მეცადინეობები

2018 წლის 26 სექტემბერს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტში ჩატარდა  ახალგაზრდა პროფესორ-მასწავლებელთა საჩვენებელი ლექცია-სემინარული მეცადინეობები
სიახლეების სრულად ნახვა

კავკასიის ტურიზმის გამოფენის განვითარების სტრატეგია

06/29/2018

 ევროკავშირის პროექტის „კავკასიის ტურიზმის გამოფენის განვითარების სტრატეგია“ ფარგლებში, 2018 წლის 24-28 ივნისს, საქართველოში სამუშაო შეხვედრები, ტრეინინგები და სემინარები ჩაატარეს ტალინის უნივერსიტეტის პროფესორებმა ტიტ ელენურმა და ელენა როტემ-ვოლტერმა. საქართველოს მხარის პროექტის კოორდინატორი და ექსპერტი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი მარინა მეტრეველი.
პროექტის ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ფაკულტეტის ხარისხის მართვის სამსახური უფროსმა ასოც. პროფესორმა ნინო ჩიკვილაძემ და ასისტ. პროფესორმა თამარ ქაჯაიამ.