20 მარტ

აბიტურიენტთა საყურადღებოდ!

ძვირფასო აბიტურიენტებო, 2019 წლის აბიტურიენტთა ცნობარში ცვლილებებია!
19 მარტ

მოწვეული პროფესორის წარმატება

პროფესორი მერაბ ვანიშვილი მსოფლიოში აღიარებული ჟურნალის - (Website:http://www.davidpublisher.org/Home/Journal/CUBR or http://www.davidpublisher.org/Home/Journal/CBR) - სარედაქციო კოლეგიის წევრთა შორის!
18 მარტ

საკონსულტაციო საათები

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორთა საკონსულტაციო საათები
16 მარტ

ღონისძიება ბრიუსელში

14-15 თებერვალს, ბელგიის და ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქ ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-10 წლისთავი აღინიშნა, რომელშიც მთელი ევროპიდან 100-მდე "ახალგაზრდა ევროპელმა ელჩმა" და ახალგაზრდა ლიდერებმა მოიყარა თავი
15 მარტ

პროექტების პრეზენტაცია

2019 წლის 27 თებერვალს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის, საჯარო მმართველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტის  პროგრამა საჯარო მმართველობის მესამე კურსის სტუდენტებმა  დამსწრე საზოგადოებას  წარუდგინეს მათვის სასურველი ვებ-საიტები “wordpress.com”  
15 მარტ

საჯარო ლექცია

15 მარტს, 15 საათზე, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე, 710ა აუდიტორიაში ჩატარდება საჯარო ლექცია თემაზე "ვინ არის კარგი მენეჯერი?"
სიახლეების სრულად ნახვა

პროექტი "გაიცანი სახელმწიფო სტრუქტურები"

06/09/2018
 

მომავალ საჯარო მოხელეთა ასოციაციის პროექტი "გაიცანი სახელმწიფო სტრუქტურები" გრძელდება !

პროექტის „გაიცანი სახელმწიფო სტრუქტურები“-ს ფარგლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები სტუმრობდნენ.
სტუდენტები გენერალურ აუდიტორს ირაკლი მექვაბიშვილს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდნენ. სტუდენტებმა უშუალოდ მათგან მოისმინეს აუდიტის სამსახურის მუშაობის სპეციფიკის, ფუნქციებისა და სტრატეგიის შესახებ ინფორმაცია. ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი წიწილაშვილმა სტუდენტებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მუშაობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. ტექნიკური უნივერსიტეტის და სხვა უმაღლესი სასწავლებლების საჯარო მმართველობის, სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ეკონომიკის მიმართულების სტუდენტებისათვის საინტერესო იყო ბიუჯეტის მონიტორინგის, აუდიტის სახეობებისა და აუდიტორული საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებების გაცნობა.
აღსანიშნავია, რომ პროექტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტების იდეის ფარგლებში ხორციელდება .
პროექტი - "გაიცანი სახელმწიფო სტრუქტურები", სტუდენტებში სახელმწიფო ორგანოებისადმი ინტერესის გაღრმავებას ისახავს მიზნად .
შემდეგი შეხვედრა საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ბ-ნ გიორგი კახიანთან გაიმართება - შემოგვიერთდით !