15 ივნ

სამაგისტრო პროგრამების დაცვის თარიღები

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე   2017-2018 სასწავლო წლის ზაფხულის სესიებზე სამაგისტრო პროგრამების დაცვის თარიღები
09 ივნ

პროექტი "გაიცანი სახელმწიფო სტრუქტურები"

პროექტის „გაიცანი სახელმწიფო სტრუქტურები“-ს ფარგლებში  სახელმწიფო აუდიტის სამსახურს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები სტუმრობდნენ.
05 ივნ

კონსულტაციების ცხრილი

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორთა საკონსულტაციო საათები
04 ივნ

შეხვედრა „ვისოლ ჯგუფის“ წარმომადგენლებთან

მიმდინარე წლის 30 მაისს, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებსა და „ვისოლ ჯგუფის“ წარმომადგენლებს შორის შედგა შეხვედრა.
04 ივნ

ჩატარდა საჯარო ლექცია

1 ივნისს, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: „საჯარო ფინანსების რეფორმა“
04 ივნ

მივლინების ანგარიში

2018 წლის 28–29 მაისს, ბრიუსელში (ბელგია) მსოფლიო ბანკისა და ევროკომისიის ორგანიზებით გაიმართა ვალის მართვის ხელშეწყობის შესახებ IX ყოველწლიური ფორუმი „ვალის ზრდა: რისკი, მდგრადობა, პასუხისმგებლობა“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა მედეა ჭელიძემ.
სიახლეების სრულად ნახვა

მივლინების ანგარიში

06/04/2018

მივლინების ანგარიში
სტუ ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის მედეა ჭელიძის საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობის თაობაზე


2018 წლის 28–29 მაისს, ბრიუსელში (ბელგია) მსოფლიო ბანკისა და ევროკომისიის ორგანიზებით გაიმართა ვალის მართვის ხელშეწყობის შესახებ IX ყოველწლიური ფორუმი „ვალის ზრდა: რისკი, მდგრადობა, პასუხისმგებლობა“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა მედეა ჭელიძემ.
ფორუმში მონაწილეობას იღებდნენ მსოფლიო ბანკის, ევროკომისიის, გაეროს, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ევროპის ცენტრალური ბანკის მაღალი დონის წარმომადგენლები, სხვადასხვა ქვეყნის ფინანსთა სამინისტროებისა და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელი პირები, განვითარებად ქვეყნებში სავალო პოლიტიკის შემმუშავებლები და ვალის მართვის საკითხებზე პასუხისმგებელი პირები, მრავალმხრივი და ორმხრივი დონორები, ტექნიკური დახმარების მიმწოდებლები, საერთაშორისო ექსპერტები, მეცნიერები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
ფორუმის დონორები და პარტნიორები არიან შვეიცარია, ნიდერლანდები, ავსტრია, ევროკომისია, გაერო, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, გერმანია, ნორვეგია, რუსეთის ფედერაცია, აფრიკის განვითარების ბანკი და სხვ.
სასესხო პორტფელების მზარდი სირთულეებისა და თანამედროვე არამდგრადი საბაზრო პირობების კონტექსტში ფორუმზე მსჯელობა ფოკუსირებული იყო მეტად აქტუალურ და საჭირბოროტო საკითხებზე, როგორიცაა სავალო პოლიტიკასა და ვალის მდგრადობასთან დაკავშირებული მიმდინარე გამოწვევები, ასევე ცვალებად გლობალურ პირობებში სახელმწიფო ვალის მართვის აქტუალური პრობლემები.
განვითარებად და დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში სახელმწიფო ვალის არასწორი და არაგამჭვირვალე მართვა, ასევე საბიუჯეტო ფედერალიზმთან დაკავშირებული პრობლემები ერთ-ერთ მწვავე საკითხს წარმოადგენს თანამედროვე მსოფლიოში. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნების დაახლოებით 40% ამჟამად იმყოფება სავალო კრიზისის მდგომარეობაში ან გააჩნია სავალო კრიზისის წარმოქმნის მაღალი რისკი.
მთლიანობაში ფორუმის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეთა შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა მსოფლიო გლობალურ სავალო პრობლემებთან და ტენდენციებთან, ვალის მართვის ნორმატიულ ბაზასთან, დონორების მიერ გაწეულ დახმარებასთან, გარანტიების შეფასებასთან, რისკების შემცირების ინსტრუმენტებთან დაკავშირებით, რომელშიც უნდა იყოს გათვალისწინებული კრედიტორებისა და მსესხებლების პასუხისმგებლობა, მოვალეობები და საქმიანობის გამჭვირვალობა.
ფორუმის მსვლელობისას ჩამოყალიბებულ იქნა ვალის მართვასთან დაკავშირებული ახალი ხედვები, პრობლემების გადაჭრის თანამედროვე მექანიზმები, დაისახა სამომავლო გეგმები და ამოცანები, შემუშავდა პრაქტიკული ღონისძიებები, რომლებიც უკავშირდება განვითარებად და დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში სახელმწიფო ვალის მართვის აქტუალურ საკითხებს და, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნულ ქვეყნებში სავალო პოლიტიკის წარმატებულ გატარებას და მომავალში სავალო კრიზისების წარმოშობის აღმოხვრას.