24 ივლ

2020 საქართველოში დაგეგმილი პანევროპული ფორუმი

2020 წლის 19-23 მაისს  თბილისში ჩატარდება YOCOCU-ს (Youth in the Conservation Cultural Heritage) პანევროპული ფორუმი კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-პოპულარიზაციის სფეროში.
07 ივლ

RIPA-ს ანგარიში

ფაკულტეტის საბჭოზე (27.06.18) მოსმენილი იქნა ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევების ინსტიტუტის (RIPA) ერთწლიანი ანგარიში.
05 ივლ

კრაუდსორსინგის კლინიკა

2018 წლის 1 ივლისს, საჯარო მმართველობის პრობლემათა ინსტიტუტის ინიციატივით, მუშაობა დაიწყო  კრაუდსორსინგის (Crowdsoursing) კლინიკამ.
03 ივლ

სტუდენტთა კონფერენციის ანგარიში

სტუდენტთა 86–ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის
“ საჯარო მმართველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტის“
სექციის მუშაობის ანგარიში
29 ივნ

კავკასიის ტურიზმის გამოფენის განვითარების სტრატეგია

ევროკავშირის პროექტის „კავკასიის ტურიზმის გამოფენის განვითარების სტრატეგია“ ფარგლებში, 2018 წლის 24-28 ივნისს, საქართველოში სამუშაო შეხვედრები, ტრეინინგები და სემინარები ჩაატარეს ტალინის უნივერსიტეტის პროფესორებმა
27 ივნ

ფაკულტეტის საბჭოს სხდომა

2018 წლის 27 ივნისს  ჩატარდა ფაკულტეტის საბჭოს სხდომა. დეკანმა, რ.ქუთათელაძემ საბჭოს წევრებს წარუდგინა პრეზენტაცია,  რომელიც შეიცავდა ინფორმაციას ფაკულტეტისა და ჩატარებული საქმიანობის შესახებ.
სიახლეების სრულად ნახვა

დეკანის ინტერვიუ რადიო ფორტუნაში

05/11/2018


ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი რუსუდან ქუთათელაძე

(ინტერვიუ რადიო ფორტუნაში)


o რა სიახლეები გაქვთ ამ დროისთვის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე
ეს ფაკულტეტი 2016 წელს შეიქმნა ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის რეორგანიზაციის შედეგად, დღეს 5 საბაკალავრო, 7 სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა გვაქვს. ჩვენთან 2000-ზე მეტი სტუდენტია. აქ მოქმედებს სწავლებისა და სწავლის საფასურის გადახდის ინდივიდუალური გრაფიკი, გვაქვს ასევე 150 ლარის ოდენობით სტიპენდია. გარდა ამისა, წარჩინებულ სტუდენტებს საერთაშორისო კონფერენციებზე, ტრენინგებზე წასვლას ვუფინანსებთ. სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა , გაცვლითი პროგრამებით ისარგებლონ. ჩვენ ასევე ხელშეკრულება გვაქვს სხვადასხვა ორგანიზაციასთან, რომლებიც პრაქტიკას,სტაჟირებას და დასაქმებას უზრუნველყოფენ
o ყველაზე მოთხოვნადი რომელი სპეციალობებია და რა ტენდენცია იკვეთება ბოლო წლებში
o ძალიან მოთხოვნადი იყო ბიზნესის ადმინისტრირება, საბანკო და საფინანასო ტექნოლოგიები, საჯარო მმართველობა, ახლა სასტუმროს მომსახურება დაემატა
o რით განსხვავდება თქვენი უნივერსიტეტი სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებისგან
o ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტებს ვასწავლით ინდივიდუალური გრაფიკით, გვაქვს საუკეთესო ინფრასტრუქტურა, აუდიტორიები და ლაბორატორიები თანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი. დიდი ტრადიციების მქონეა სტუ-ის ვაჟთა კაპელა, ორკესტრი, ცეკვის ანსამბლი, თეატრი, ასევე სხვადასხვა სპორტის კლუბები
o რამდენად მოქნილია გადახდის სისტემა, ნაწილობრივ ისაუბრეთ, მაგრამ იქნებ უფრო დეტალურად გვითხრათ
o გადახდის სისტემა მორგებულია სტუდენტებზე. წელიწადში ოთხად შეიძლება გაიყოს ეს საფასური. არსებობს ასევე განსაკუთრებული შემთხვევებიც. იძულებით გადაადგილებულ პირებს 200 ლარით უმცირდებათ სწავლის საფასური
o ბოლოს მინდა გკითხოთ იმ პროექტებზე, რომლის განხორციელებასაც აპირებთ უახლოეს მომავალში
o სტუდენტთა ინტერესებიდან გამომდინარე საჯარო ლექციების ციკლია დაგეგმილი, სადაც საერთაშორისო ტრენერები, მწერლები, საზოგადო მოღვაწეები, უცხოელი პროფესორები ჩაატარებენ ლექციებს. ასევე პერმანენტულად დამსაქმებლებთან და კურსდამთავრებულებთან ვაწყობთ შეხვედრებს. ჩვენ გვინდა აქტიურად მივიღოთ მონაწილეობა შემოსავლების სამსახურის შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტში „ჩვენ ვიხდით გადასახადებს და ვქმნით უსაფრთხო მომავალს“, ასევე ფინანსთა სამინისტროს პროექტში „ახალი ციფრული აბრეშუმის გზა“ და სხვა ასეთი ტიპის აქტივობებს ვგეგმავთ.