20 სექ

დამატებითი მიღება მაგისტრატურაში

2018 წლის 19 სექტემბრის №01-09-10/184 ბრძანების თანახმად, გამოცხადდეს დამატებითი მიღება ტექნიკური უნივერსიტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე არსებულ ვაკანსიებზე.
17 სექ

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტის წარმატება

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტმა გოგა გელიტაშვილმა საკმაოდ მკაცრი შერჩევის პროცედურების გავლის შედეგად უფლება მოიპოვა მონაწილეობა მიიღოს გაეროს მიერ ორგანიზებულ ახალგაზრდულ ფორუმში „UNCTAD Youth Forum 2018“, რომელიც გაიმართება ერთა სასახლეში, ჟენევაში 2018 წლის 22-26 ოქტომბერს.
14 სექ

მაგისტრატურა_საკონსულტაციო საათები

საკონსულტაციო საათები სამაგისტრო პროგრამების მიხედვით
14 სექ

სამეცნიერო-პედაგოგიური სტაჟირება პოლონეთში

Wyższa Szkoła Biznesu - National-Louis University
приглашает пройти научно-педагогическую стажировку по программе
«Организация учебного процесса, программы подготовки,
инновационные технологии и научная работа
в WyższaSzkoła Biznesu - National-Louis University» (108 часов)
12-30 ноября 2018 г., г. Новый Сонч, Польша
http://internship.wsb-nlu.edu.pl/
14 სექ

კონფერენცია პოლონეთში

ІІІ Международная научно-практическая конференция
«Приоритеты научных исследований: теоретическая и практическая ценность»
27-30 ноября 2018 г., Новый Сонч, Польша
22 აგვ

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე მაგისტრატურაში ჩარიცხვის შესახებ

2018/2019 სასწავლო წელს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე არსებულ სამაგისტრო პროგრამებზე კონკურსის წესით ჩარიცხვის შესახებ
სიახლეების სრულად ნახვა

სტუდენტთა საყურადღებოდ!

04/13/2018

სტუდენტთა საყურადღებოდ!



„თიბისი“ ბანკი აცხადებს ვაკანსიებს დისტანციური სერვისების განყოფილებაში, „დისტანციური მომსახურების“ და „დისტანციური გაყიდვების“ მენეჯერის პოზიციებზე.

1. დისტანციური მომსახურების მენეჯერი:
შემომავალ ზარებზე პასუხის გაცემა.
   გრაფიკი:
არის, როგორც დღის ასევე საღამოს ცვლა:
• დღის ცვლის თანამშრომელისთვის სამუშაო იწყება დილის 09:00 სთ-ზე, ყველაზე გვიან 13:00 სთ-ზე.
• საღამოს ცვლის თანამშრომელი ყველაზე ადრე 15:00-ზე იწყებს მუშაობას და 8 საათიანი სტანდარტული გრაფიკით მუშაობს.
• დღის და საღამოს ცვლა არ იკვეთება ერთმანეთში, ან მუშაობენ დღის ცვლაში ან მუშაობენ საღამოს ცვლაში.
   მომზადება:
მომზადება გრძელდება 1 თვე, რის შემდეგაც კანდიდატი აბარებს საკვალიფიკაციო გამოცდას იმ მასალის შესახებ რაც ტრენინგზე ისწავლა.

2. დისტანციური გაყიდვების მენეჯერი:
დისტანციური გაყიდვების მენეჯერი თავად უკავშირდება კლიენტს, ყიდის ბანკის პროდუქტს, ეს იქნება წინასწარ დამტკიცებული სესხი თუ საკრედიტო ბარათი, წინაწარ აქვს მიწოდებული ბაზები რის საშუალებითაც ხდება კლიენტთან დაკავშირება და შეთავაზების გაკეთება.
   გრაფიკი:
თანამშრომელი მუშაობს სტანდარტული გრაფიკით, 11:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე, შაბათს ნახევარი განაკვეთით, 11:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე.
   მომზადება:
ტრენინგი მიმდინარეობს 2 კვირა, როგორც თეორიაში ისე პრაქტიკაში, ამ შემთხვევაში კანდიდატი აბარებს საკვალიფიკაციო გამოცდას და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება მისი დასაქმება.

დაინტერესებულ პირებს 20 აპრილამდე შეგიძლიათ წარმოადგინოთ რეზიუმე ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის მენეჯერის სამსახურში - 708ა ოთახი.

გისურვებთ წარმატებას!