12 აპრ

სტუდენტთა საყურადღებოდ !

სწავლის საფასურის გადაუხდელობის მიზეზით, დავალიანების მქონე სტუდენტების მიმართ გამოყენებული იქნა შეზღუდვა (დაბლოკვა)
08 აპრ

საბჭოს სხდომა

2019 წლის 10 აპრილს  12.00 სთ-ზე, 710ა აუდიტორიაში ჩატარდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საბჭოს  სხდომა
08 აპრ

პროფესორის დაჯილდოვება

საქართველოს პარლამენტარიზმის 100 წლისთავთან დაკავშირებულ საიუბილეო ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობის აღსანიშნავად საიუბილეო კომისიის წევრი ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი გიორგი ბაღათურია დაჯილდოვდა ქართული პარლამენტარიზმის საუკუნოვანი იუბილესადმი მიძღვნილი სამახსოვრო მედალიონით
08 აპრ

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტი გრან პრის გამარჯვებულია

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის პირველი წლის სტუდენტმა, ძიუდოისტმა ლუკა მაისურაძემ ანტალიაში მიმდინარე გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
06 აპრ

სტაჟირება ბუღალტრულ კომპანიაში

ბუღალტრული კომპანია ლიდერ ჯგუფს და ტექნიკურ უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, სტუდენტთა კარიერული განვითარების ხელშეწყობის მიზნით სტუდენტებს საშუალება ეძლევათ გაიარონ სტაჟირების კურსი პრაქტიკულ ბუღალტერიაში.
04 აპრ

მოწვევა კონფერენციაზე

კავკასიის უნივერსიტეტი გიწვევთ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში „ცვალებადი პოლიტიკურ-ეკონომიკური და ტექნოლოგიური ლანდშაფტი და მისი გავლენა ქვეყნის კონკურენტუნარიანობაზე“ მონაწილეობის მისაღებად. კონფერენცია ჩატარდება კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში 2019 წლის 11-12 ივლისს (მისამართი: თბილისი 0102, პაატა სააკაძის 1)
სიახლეების სრულად ნახვა

შეხვედრა „თბილისი მარიოტში“

04/13/2018

შეხვედრა თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით განათლებასა და ბიზნესს შორის

2018 წლის 12 აპრილს „თბილისი მარიოტში“ გაიმართა შეხვედრა „თანამშრომლობის ხელშეწყობა განათლებასა და ბიზნესს შორის“, სადაც მიწვეულნი იყვნენ სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკუტეტის დეკანი, პროფესორი რუსუდან ქუთათელაძე და ამავე ფაკულტეტის პროფესორები.
მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ:
• ზვიად ქვლივიძე - სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი;
• Ummuhan Bardak - შრომითი ბაზრისა და მიგრაციის უფროსი სპეციალისტი, ევროპის სასწავლო ფონდი (ETF);
• ოლენა ბექი - ETF-ის წარმომადგენელი, ურთიერთკავშირი თანამშრომლობასა და მცირე და საშუალო ბიზნესის პოლიტიკის ინდექსის შეფასებას შორის.
ანგარიშის პრეზენტაცია და კვლევის შედეგები წარმოადგინა პროგრამის ექსპერტმა - მაია წერეთელმა.
მომხსენებლის გამოსვლაში ცალსახად გამოიკვეთატურიზმის სფეროში არსებული ნაკლოვანებები. პირველ რიგში სასწავლო სახელმძღვანელოების ნაკლებობა, ასევე კურსდამთავრებულებსარ გააჩნიათ ის უნარ-ჩვევები, რაც მათ მოეთხოვებათ, როგორც სპეციალისტებს.
დისკუსიაში მონაწილედამსაქმებლებმა აღნიშნეს, რომ ტურიზმის სპეციალისტს მოეთხოვება უცხო ენების, კომპიუტერული მომსახურების, უსაფრთხოების უნარებისა და ეთიკის ნორმების და სხვ. მაღალ დონეზე ფლობა.
შეხვედრამ ჩაიარა საინტერესოდ, კითხვა-პასუხის რეჟიმში.