07 დეკ

საჯარო ლექციების ციკლი

10 დეკემბერს, 16 სთ-ზე სტუ-ში ტარდება საჯარო ლექცია თემაზე: „ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის და სამოქალაქო საზოგადოების როლი ევროპის ინტეგრაციაში“. ლექციას ატარებს ევროკომისიის წარმომადგენელი საქართველოში, ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის პრეზიდენტი, ჰენრი მალოსი.
27 ნოე

გამოცდების ცხრილი

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის 2018-19 სასწავლო წლის პირველი   სემესტრის  შუალედური გამოცდების ცხრილი
26 ნოე

კონსულტაციების გრაფიკი

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა კონსულტაციების გრაფიკი (2018-2019 წ. I სემესტრი)
22 ნოე

მივლინების ანგარიში

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პროფ. გ.იაშვილის იტალიის ქ.რომში მივლინების ანგარიში
22 ნოე

საერთაშორისო სემინარ-ტრენინგი

2018 წლის 22-23 ნოემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტარდება საერთაშორისო სემინარ-ტრენინგი „ციფრული ტექნოლოგიები და უმაღლესი განათლების ტრანსფორმაცია“.
15 ნოე

მივლინების ანგარიში

2018 წლის 03-04 ნოემბერს ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საერთაშორისო ასოციაციის (ANISSH) ორგანიზებით გაიმართა 23-ე საერთაშორისო კონფერენცია „მულტიდისციპლინარული ტენდენციე-ბი სოციალურ მეცნიერებათა და ბიზნესის კვლევებში“ - (MTSBR-NOV -2018), რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორებმა რუსუდან ქუთათელაძემ და ნინო ფაილოძემ
სიახლეების სრულად ნახვა

თემატური სემინარი

03/12/2018

საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევების ინსტიტუტის თემატური სემინარი

„სატრანსპორტო დერეფნისა და ლოგისტიკის სახელმწიფო მართვის
ინოვაციური მეთოდები“


2018 წლის 21 მარტს 15:00 საათზე საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევის ინსტიტუტის კომპლექსური კვლევითი პროგრამის ფარგლებში რიგით მეორე სემინარი გაიმართება.
სემინარზე მოსმენილი იქნება ანაკლიის პორტის განვითარების გეგმა და ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობის პროგრამის დოქტორანტის ეკატერინა ზაქარაძის საკვალიფიკაციო ნაშრომის - „კავკასიის რეგიონის ფუნქცია და აბრეშუმის გზის როლი საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში“ კვლევის შედეგები.
სემინარში მონაწილეობას მიიღებენ ანაკლიის კონსორციუმის სამსახურის, ინფრასტრუქტურის და რეგიონალური განვითარების სამინისტროს შესაბამისი სამსახურის, საქართველოს ლოგისტიკის ასოციაციის, საქართველოს რკინიგზის სამსახურების წარმომადგენლები, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ლოგისტიკის მიმართულების ექსპერტები, საზღვაო მომსახურებისა და სატრანსპორტო კომპანია „ტრანსლოჯისტიკის“ ხელმძღვანელი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები (ბაკალავრები; მაგისტრანტები და დოქტორანტები).

სემინარი წარიმართება შემდეგი დღის წესრიგის მიხედვით:
1. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების გეგმა -
სალომე კელენჯერიძე (ანაკლიის კონსორციუმის წარმომადგენელი)
2. სატრანსპორტო დერეფნისა და ლოგისტიკის მართვის ინოვაცია -

  • გამჭოლი ტარიფების ინდექსი - სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტიანობისთვის (Idt) ;
  • „სქაი ვეის“ ტექნოლოგიის მართვის ეფექტურობის გათვლა ანაკლიის პორტის მაგალითზე. - 

ეკატერინა ზაქარაძე (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობის და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტის საჯარო მმართველობის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი)

ღონისძიების ადგილია: მ.კოსტავას ქ.77 მე-6 კორპუსი, ოთახი 105ა,