13 დეკ

შეხვედრა ბიზნესომბუდსმენთან

2018 წლის 18 დეკემბერს (სამშაბათი) 15 საათზე სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში (ადმინისტრაციული კორპუსი) სტუ-ს ბიზნესისა და სამართლის ინსტიტუტის ინიციატივით ჩატარდება შეხვედრა საქართველოს ბიზნესომბუდსმენთან ბატონ ირაკლი ლექვინიძესთან.
12 დეკ

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორის წარმატება

ავსტრიის სამეცნიერო საზოგადოების მიერ გამოცემულმა ჟურნალმა „European Journal of Economics and Management Sciences“, რომელსაც ტომსონ როიტერის სააგენტოს მიერ მინიჭებული აქვს იმპაქტ-ფაქტორი, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, მაია ჩეჩელაშვილი აირჩია თავისი რედკოლეგიის წევრად.
07 დეკ

საჯარო ლექციების ციკლი

10 დეკემბერს, 16 სთ-ზე სტუ-ში ტარდება საჯარო ლექცია თემაზე: „ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის და სამოქალაქო საზოგადოების როლი ევროპის ინტეგრაციაში“. ლექციას ატარებს ევროკომისიის წარმომადგენელი საქართველოში, ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის პრეზიდენტი, ჰენრი მალოსი.
27 ნოე

გამოცდების ცხრილი

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის 2018-19 სასწავლო წლის პირველი   სემესტრის  შუალედური გამოცდების ცხრილი
26 ნოე

კონსულტაციების გრაფიკი

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა კონსულტაციების გრაფიკი (2018-2019 წ. I სემესტრი)
22 ნოე

მივლინების ანგარიში

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პროფ. გ.იაშვილის იტალიის ქ.რომში მივლინების ანგარიში
სიახლეების სრულად ნახვა

თემატური სემინარი

03/10/2018

პირველი თემატური სემინარი:
თვითმმართველი ერთეულების მართვის ტექნოლოგიები

2018 წლის 9 მარტს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევების ინსტიტუტის კომპლექსური კვლევითი პროგრამის ფარგლებში გაიმართა სემინარი, თემაზე-თვითმმართველი ერთეულების მართვის ტექნოლოგიები.
სემინარზე აპრობაციისათვის წარდგენილი იყო ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობის პროგრამის დოქტორანტის ნანა რუსაძის საკვალიფიკაციო ნაშრომის - „საჯარო მმართველობის ეფექტიანობის ამაღლების ძირითადი მიმართულებები (იმერეთის რეგიონის მაგალითზე) კვლევის შედეგები:
1. საჯარო მმართველობის ინდექსი (Ipa);
2. მუნიციპალიტეტის ფინანსური უზრუნველყოფის გაზომვის კოეფიციენტი;
3. მუნიციპალიტეტებში ა(ა)იპ-ების რაოდენობის რეგლამენტაციის მოდელი.
სემინარის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო: სტუ ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა ქ.ნ რუსუდან ქუთათელაძემ; დეკანის მოადგილემ ქ.ნ გუგული ყურაშვილმა; საჯარო მმართველობის და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტის პროფესორებმა გენადი იაშვილმა და შოთა დოღონაძემ; ამავე ფაკულტეტის დოქტორანტებმა: ეკატერინა ზაქარაძემ; ლევან სისვაძემ; ქეთევან ცაცანაშვილმა; შორენა ჭუმბურიძემ და ოთარ თევდორაძემ. სემინარის მუშაობაში მონაწილეობდნენ: ხალხთა მეგობრობის რუსეთის ფედერაციის უნივერსიტეტის პროფესორი ლევან ჩიხლაძე; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფროფესორები: იოსებ არჩვაძე; ვალერიან დოლიძე; თემურ ბაქრაძე და ნოდარ გრძელიშვილი. სტუ-ს პროფესორები - ანზორ აბრალავა და პაატა კოღუაშვილი; ქალაქ თბილისის მერიის წარმომადგენელი - ირაკლი დარახველიძე და ექპერტი ნოდარ ებანოიძე.
სემინარის მონაწილეებმა იმსჯელეს დისერტანტის მიერ მიღებული კვლევის შედეგების პრაქტიკულ დანიშნულებაზე და აღნიშნეს, რომ მათემატიკური მოდელირებით მმართველობის ეფექტურობის გაზომვის ტექნოლოგია ახლებულ და ინოვაციურ ხედვას წარმოადგენს. ინსტიტუტის დირექტორმა ქ.ნ მარიამ ცაცანაშვილმა შეაჯამა სემინარის შედეგები და აღნიშნა, რომ წარმოდგენილი დისერტაცია ხასიათდება სიახლითა და ინოვაციურობით.