24 სექ

მივლინების ანგარიში

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ასისტენტ–პროფესორის ბესიკ შერაზადიშვილის ვიზიტი გერმანიის „ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტში“
23 სექ

სტუდენტთა საყურადღებოთ !

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ზაარბრიუკენის „ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის“ უნივერსიტეტს შორის არსებული ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში იგეგმება  ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტების (5-10 სტუდენტი) ვიზიტი ზაარბრიუკენის „ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის“ უნივერსიტეტში.
20 სექ

დამატებითი მიღება მაგისტრატურაში

2018 წლის 19 სექტემბრის №01-09-10/184 ბრძანების თანახმად, გამოცხადდეს დამატებითი მიღება ტექნიკური უნივერსიტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე არსებულ ვაკანსიებზე.
17 სექ

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტის წარმატება

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტმა გოგა გელიტაშვილმა საკმაოდ მკაცრი შერჩევის პროცედურების გავლის შედეგად უფლება მოიპოვა მონაწილეობა მიიღოს გაეროს მიერ ორგანიზებულ ახალგაზრდულ ფორუმში „UNCTAD Youth Forum 2018“, რომელიც გაიმართება ერთა სასახლეში, ჟენევაში 2018 წლის 22-26 ოქტომბერს.
14 სექ

მაგისტრატურა_საკონსულტაციო საათები

საკონსულტაციო საათები სამაგისტრო პროგრამების მიხედვით
14 სექ

სამეცნიერო-პედაგოგიური სტაჟირება პოლონეთში

Wyższa Szkoła Biznesu - National-Louis University
приглашает пройти научно-педагогическую стажировку по программе
«Организация учебного процесса, программы подготовки,
инновационные технологии и научная работа
в WyższaSzkoła Biznesu - National-Louis University» (108 часов)
12-30 ноября 2018 г., г. Новый Сонч, Польша
http://internship.wsb-nlu.edu.pl/
სიახლეების სრულად ნახვა

თბილისის აბრეშუმის გზა

03/07/2018

2017 წლის 28-29 ნოემბერს, „თბილისის აბრეშუმის გზის“ რიგით მეორე ფორუმი გაიმართა. ფორუმი ტარდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების ორგანიზებით.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ აზიასა და ევროპას შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. ფორუმი მიზნად ისახავს, შექმნას და დაამკვიდროს სადისკუსიო პლატფორმა, სადაც აბრეშუმის გზის ინიციატივის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და კავშირებს საერთაშორისო და რეგიონული ვაჭრობის სფეროში.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნულ თეატრში მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში საქართველოსათვის მნიშვნელოვანი რამდენიმე მემორანდუმი გაფორმდა. ფორუმის მსვლელობისას განხილულ იქნა ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა: ვაჭრობის ხელშეწყობა, ელექტრონული კომერციის განვითარება, ციფრული კავშირი, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკის სფეროში რეგიონთაშორისი შესაძლებლობები და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი.
ორდღიან ფორუმში მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის 2 000-მდე დელეგატმა, მათ შორის, 500-ზე მეტი უცხოური კომპანიის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის რამდენიმე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა, მინისტრებმა, სხვა მაღალი თანამდებობის პირებმა, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭო, მსოფლიო საფოსტო კავშირი, რკინიგზის საერთაშორისო გადაზიდვის მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაცია, ტელეკომუნიკაციების განვითარების ბიურო და ა.შ.) წარმომადგენლებმა, ადგილობრივმა და უცხოელმა ბიზნესმენებმა, ასევე საერთაშორისო რანგის ექსპერტებმა და ჟურნალისტებმა.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ დელეგატის სტატუსით მონაწილეობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მედეა ჭელიძე.
აღნიშნულ ფორუმს საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა და მასში მონაწილეობა 34 ქვეყნის ოფიციალურმა პირმა და 50 ქვეყნის ბიზნესის წარმომადგენელმა მიიღო.
ღონისძიების მნიშვნელობიდან და მასშტაბურობიდან გამომდინარე, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ გაიმართება.