24 ივლ

2020 საქართველოში დაგეგმილი პანევროპული ფორუმი

2020 წლის 19-23 მაისს  თბილისში ჩატარდება YOCOCU-ს (Youth in the Conservation Cultural Heritage) პანევროპული ფორუმი კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-პოპულარიზაციის სფეროში.
07 ივლ

RIPA-ს ანგარიში

ფაკულტეტის საბჭოზე (27.06.18) მოსმენილი იქნა ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევების ინსტიტუტის (RIPA) ერთწლიანი ანგარიში.
05 ივლ

კრაუდსორსინგის კლინიკა

2018 წლის 1 ივლისს, საჯარო მმართველობის პრობლემათა ინსტიტუტის ინიციატივით, მუშაობა დაიწყო  კრაუდსორსინგის (Crowdsoursing) კლინიკამ.
03 ივლ

სტუდენტთა კონფერენციის ანგარიში

სტუდენტთა 86–ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის
“ საჯარო მმართველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტის“
სექციის მუშაობის ანგარიში
29 ივნ

კავკასიის ტურიზმის გამოფენის განვითარების სტრატეგია

ევროკავშირის პროექტის „კავკასიის ტურიზმის გამოფენის განვითარების სტრატეგია“ ფარგლებში, 2018 წლის 24-28 ივნისს, საქართველოში სამუშაო შეხვედრები, ტრეინინგები და სემინარები ჩაატარეს ტალინის უნივერსიტეტის პროფესორებმა
27 ივნ

ფაკულტეტის საბჭოს სხდომა

2018 წლის 27 ივნისს  ჩატარდა ფაკულტეტის საბჭოს სხდომა. დეკანმა, რ.ქუთათელაძემ საბჭოს წევრებს წარუდგინა პრეზენტაცია,  რომელიც შეიცავდა ინფორმაციას ფაკულტეტისა და ჩატარებული საქმიანობის შესახებ.
სიახლეების სრულად ნახვა

ინსტიტუტის პირველი სტაჟიორები

02/10/2018

საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევების ინსტიტუტმა პირველი სტაჟიორები მიიღო

საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევების ინსტიტუიტში დაიწყო სტუდენტთა სტაჟირება ოფისის მენეჯერის თანამდებობაზე. სტაჟიორები დამოუკიდებლად განახორციელებენ კორესპონდენციის წარმოებას, ყოველდღიურად იმუშავებენ დოკუმენტურ ინფორმაციასთან, გაუძღვებიან საქმისწარმოებას, მოამზადებენ წერილებს, განახორციელებენ ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული პროექტების დედლაინის მონიტორინგს, სკაიპ-კონფერენციის ორგანიზებას, იმუშავებენ ინსტიტუტის მონაცემთა ბაზების შექმნასა და შევსებაზე, აღწერენ პროექტის მიმდინარეობას; განახორციელებენ საოფისე მასალებისა და ინვენტარის მონიტორინგს.
სტაჟირების გეგმით აგრეთვე გათვალისწინებულია პროექტის მენეჯმენტი. ამ ეტაპზე მათ მუშაობა მოუწევთ ინსტიტუტის გეგმით გათვალისწინებულ ისეთ პროექტებში, როგორიცაა: „მოძრავი კლინიკა“; დოქტორანტების თემატური პრობლემების მიხედვით მრგვალი მაგიდის ორგანიზება; ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ქალაქის ეკოპრობლემების გადაწყვეტისათვის შექმნილი ინოვაციური პროექტების შეჯიბრი -სპარინგი; სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია – “სტუ-ის კვლევები რეალიზაციაში”. პროექტების ფარგლებში ისინი დამოუკიდებლად უხელმძღვანელებენ ერთ-ერთ მიმართულებას.
სტაჟიორთა საქმიანობას უხელმძღვანელებს პროექტის კოორდინატორი.
სტაჟირების ვადა 6 თვეა და დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი დოკუმენტი.
დასრულების შემდეგ მათ ეცოდინებათ კვლევითი ორგანიზაციის მართვის თავისებურებები.