24 ივლ

2020 საქართველოში დაგეგმილი პანევროპული ფორუმი

2020 წლის 19-23 მაისს  თბილისში ჩატარდება YOCOCU-ს (Youth in the Conservation Cultural Heritage) პანევროპული ფორუმი კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-პოპულარიზაციის სფეროში.
07 ივლ

RIPA-ს ანგარიში

ფაკულტეტის საბჭოზე (27.06.18) მოსმენილი იქნა ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევების ინსტიტუტის (RIPA) ერთწლიანი ანგარიში.
05 ივლ

კრაუდსორსინგის კლინიკა

2018 წლის 1 ივლისს, საჯარო მმართველობის პრობლემათა ინსტიტუტის ინიციატივით, მუშაობა დაიწყო  კრაუდსორსინგის (Crowdsoursing) კლინიკამ.
03 ივლ

სტუდენტთა კონფერენციის ანგარიში

სტუდენტთა 86–ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის
“ საჯარო მმართველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტის“
სექციის მუშაობის ანგარიში
29 ივნ

კავკასიის ტურიზმის გამოფენის განვითარების სტრატეგია

ევროკავშირის პროექტის „კავკასიის ტურიზმის გამოფენის განვითარების სტრატეგია“ ფარგლებში, 2018 წლის 24-28 ივნისს, საქართველოში სამუშაო შეხვედრები, ტრეინინგები და სემინარები ჩაატარეს ტალინის უნივერსიტეტის პროფესორებმა
27 ივნ

ფაკულტეტის საბჭოს სხდომა

2018 წლის 27 ივნისს  ჩატარდა ფაკულტეტის საბჭოს სხდომა. დეკანმა, რ.ქუთათელაძემ საბჭოს წევრებს წარუდგინა პრეზენტაცია,  რომელიც შეიცავდა ინფორმაციას ფაკულტეტისა და ჩატარებული საქმიანობის შესახებ.
სიახლეების სრულად ნახვა

RIPA-ს გახსნის ცერემონია

12/02/2017

პრეს რელიზი

1 დეკემბერს, 15 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტში გაიმართა საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევების ინსტიტუტის გახსნის ცერემონია.

ინსტიტუტის დირექტორმა პროფესორმა მარიამ ცაცანაშვილმა გამართა პრეზენტაცია ინსტიტუტის სტრატეგიულ საკითხებზე.
ინსტიტუტი შექმნილია საჯარო მმართველობის სფეროში პრობლემათა ინდენტიფიცირებისა და მათი გადაჭრის გზების ძიებისთვის. ინსტიტუტი იწყებს საქმიანი კონტაქტების დამყარებას არასაუნივერსიტეტო სამეცნიერო კვლევით ცენტრებთან, ორგანიზაციებთან, სამთავრობო და სხვა დაწესებულებებთან, ბიზნეს სექტორთან. 
გახსნის ცერემონიაზე ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს სტუ ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევების ინსტიტუტსა და თსუ რ. აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტს შორის ახალი ცოდნის მიღებისა და გამოყენებითი კვლევების დანერგვის სფეროში გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით.
დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პროფესორმა გენადი იაშვილმა შეაფასა ინსტიტუტის მნიშვნელობა თეორიული პრაქტიკული კვლევების გაძლიერების კუთხით.
ფაკულტეტის დეკანმა პროფესორ რუსუდან ქუთათელაძემ ხაზი გაუსვა ინსტიტუტის კვლევითი თემის „ინოვაციების და ტექნოლოგიების მართვის პრობლემები საქართველოში“ მნიშვნელობას, რადგან მასში ჩართულები არიან როგორც დოქტორანტები და მაგისტრანტები, ასევე საჯარო მმართველობის პროგრამის ბაკალავრიატის სტუდენტები.
ინსტიტუტის გახსნის ღონისძიება შეაჯამა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა აკადემიკოსმა არჩილ ფრანგიშვილმა და აღნიშნა ინტიტუტის მნიშვნელობა საუნივერსიტეტო კვლევების ინტეგრაციის საქმეში.
წარმატებები უსურვა და დასძინა : „ ეს არის ახალი ნაბიჯი, რაც გვაძლებს საშუალებას მოხდეს უნივერსიტეტის მისიის გაძლიერება თანამშრომლობის სინერგიის კუთხით“.