24 მაი

რუსუდან ქუთათელაძის ინტერვიუ

ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი რუსუდან ქუთათელაძე
23 მაი

საჯარო ლექციების ციკლი

“ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის” და “სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის” სტუდენტებისათვის ევროპის  წამყვანი  უნივერსიტეტების პროფესორები 24 და 25 მაისს ჩაატარებენ საჯარო ლექციებს
23 მაი

სტუდენტთა საყურადღებოდ!

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის 29.08.2016 წლის N155 ბრძანების თანახმად, სწავლის საფასურის ბოლო ¼ გადახდილი უნდა იქნას მიმდინარე სასწავლო წლის 01 ივნისამდე. სტუდენტს, რომელსაც არ ექნება დაფარული სწავლის საფასური 01 ივნისამდე, შეუჩერდება სტუდენტის სტატუსი.
23 მაი

პრაქტიკული სემინარი

2018 წლის  30 მაისს 3  საათზე საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევის ინსტიტუტის კომპლექსური  კვლევითი პროგრამის ფარგლებში პრაქტიკული  სემინარი გაიმართება “პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის პრობლემები საქართველოში“.
22 მაი

ღამე ნიკალას მუზეუმში

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის „საჯარო მმართველობის“ პროგრამის სტუდენტებმა  19 მაისს,  მონაწილეობა მიიღეს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით მირზაანში, თვითნასწავლი მხატვრის - ნიკო ფიროსმანაშვილის  გარდაცვალებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით,  სტუდენტური კვირეულის ფარგლებში გამართულ  კულტურულ აქციაზე - „ღამე მუზეუმში“.
22 მაი

პროექტი - გაიცანი სახელმწიფო სტრუქტურები

მომავალ საჯარო მოხელეთა ასოციაცია პროექტის ფარგლებში „გაიცანი სახელმწიფო სტრუქტურები“ გიწვევთ საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.  შეხვედრა გაიმართება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში 22 მაისს - 16 : 00 საათზე
სიახლეების სრულად ნახვა

კონფერენცია ” ხელისუფლება და საზოგადოება - 2017”

11/29/2017


საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ხელისუფლება და საზოგადოება - 2017“

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის, „ღია დიპლომატიის ასოციაციის“, სამეცნიერო ჟურნალის „ხელისუფლება და საზოგადოება (ისტორია, თეორია, პრაქტიკა“) და ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის “საჯარო მმართველობისა და ელექტრონული ბიზნესის” დეპარტამენტის ორგანიზებით 25 ნოემბერს უნივერსიტეტში მეთერთმეტედ ჩატარდა ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ხელისუფლება და საზოგადოება - 2017“. კონფერენციაში მონაწილეობდა 90-დე მეცნიერი, დოქტორანტი, მაგისტრანტი და სტუდენტი რამოდენიმე ქვეყნის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლისა და სამეცნიერო დაწესებულებიდან .
კონფერენცია გახსნა ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა რუსუდან ქუთათელაძემ. კონფერენციას მიესალმნენ: საქართველოს ტენიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, პროფესორი ზურაბ გასიტაშვილი; საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, ექვთიმე თაყაიშვილის საისტორიო საზოგადოების თავმჯდომარე პროფესორი ნანა ხაზარაძე; პროფესორები გერმანიიდან: ზაარბრუკენის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორი ვილგელმ ჰაუზერი; მიუნხენის საადვოკატო ფირმის „ლანგი და კომპანია“ დირექტორი დოქტორი, პროფესორი შტეფან ლანგი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი გენადი იაშვილი; „ღია დიპლომატიის ასოციაციის“ თავმჯდომარე პროფესორი შოთა დოღონაძე.
კონფერენციაზე მუშაობდა სექციები: „საჯარო მმართველობის და საჯარო პოლიტიკის თეორია, პრაქტიკა და მეთოდოლოგია“ (ხელმძღვანელი შოთა დოღონაძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი); „პოლიტიკა და კულტურა“ (სექციის ხელმძღვანელი მარინე ლომიძე, ჟურნალისტიკის დოქტორი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტი); „ისტორიის პოლიტიკურ-ეკონომიკური და ფილოსოფიური გაკვეთილები“ (ხელმძღვანელი ნანა ხაზარაძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი); „საჯარო მმართველობისა და სახელმწიფო მართვის ეკონომიკური საკითხები“ (ხელმძღვანელი გენადი იაშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი); „საჯარო მმართველობის სამართლებრივი საფუძვლები“(ხელმძღვანელი ოთარ ბაღათურია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი); „სახელმწიფო და რელიგია“( ხელმძღვანელი გიორგი ბაღათურია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი); „ეროვნული უშიშროებისა და უსაფრთხოების სისტემები და მართვა“ (ხელმძღვანელი ოთარ ქოჩორაძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, კონფერენციის სამეცნიერო ხელმძღვანელი);
კონფერენციის მონაწილეებს გააცნეს ქალაქ ზაარბრუკენის მერის შარლოტა ბრიტცის მისასალმებელი წერილი, რომელშიც იგი მიესალმება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ზაარბრუკენის უმაღლესი სასწავლებლების თანამშრომლობის გაღრმავებას და სთავაზობს უნივერსიტეტს არა მარტო სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა შორის გაცვლით საქმიანობას, არამედ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების პრაქტიკას ქალაქ ზაარბრუკენის მერიაში.