სტუდენტი ქამალა მამედოვას წარმატება

10/31/2017

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტის, ქამალა მამედოვას წარმატება

ბარსელონაში კიოკუშინ კარატეში გამართულ კონტინენტის პირველობაზე, საქართველოს სახელით ასპარეზობდა ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სწავლების მესამე წლის სტუდენტი, ქამალა მამედოვა. მან 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და ევროპის ჩემპიონი გახდა.
ვულოცავთ ქამალას ამ დიდ გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებას.






სიახლეებში დაბრუნება