22 ივნ

სტუდენტთა 86-ე კონფერენცია

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე  2018 წლის 20 ივნისს N 710 აუდიტორიაში, სტუ-ს სტუდენტთა 86-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, ჩატარდა ბიზნესის ადმინისტრირების  მიმართულებით სექციის მუშაობა.
22 ივნ

,,გისმენთ, ვაანალიზებთ და ვმოქმედებთ“

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტთა მიერ ჩამოყალიბებული ასოციაციის ფარგლებში, (18/06/18; 14:00) განხორციელდა სამუშაო ფორმატის შეხვედრა,  საჯარო მმართველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტის ლექტორებთან
20 ივნ

სტუდენტთა 86-ე კონფერენცია

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე  2018 წლის 20 ივნისს #06-131ა აუდიტორიაში, სტუ-ს სტუდენტთა 86-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, ჩატარდა საფინანსო და საბანკო ტექნოლოგიების სექციის სხდომა.
15 ივნ

სამაგისტრო პროგრამების დაცვის თარიღები

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე   2017-2018 სასწავლო წლის ზაფხულის სესიებზე სამაგისტრო პროგრამების დაცვის თარიღები
09 ივნ

პროექტი "გაიცანი სახელმწიფო სტრუქტურები"

პროექტის „გაიცანი სახელმწიფო სტრუქტურები“-ს ფარგლებში  სახელმწიფო აუდიტის სამსახურს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები სტუმრობდნენ.
05 ივნ

კონსულტაციების ცხრილი

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორთა საკონსულტაციო საათები
სიახლეების სრულად ნახვა

ფაკულტეტის პროფესორი მარინა მეტრეველი არჩეულ იქნა AIEST წევრად.

09/06/2017
სტუ-ს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი მარინა მეტრეველი არჩეულ იქნა საერთაშორისო ტურიზმის მეცნიერ ექსპერტთა ასოციაციის (AIEST) წევრად.

2017 წლის 3-დან 7 სექტემბრამდე საქართველოში პირველად ჩატარდა ტურიზმის მეცნიერ-ექსპერტთა 67-ე საერთაშორისო კონფერენცია: „ტურიზმის მდგრადი განვითარების ბიზნეს მოდელები.“

AIEST-ი 1951 წელს დაარსდა და ტურიზმის სფეროში ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე ასოციაციას წარმოადგენს, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ტურიზმის თანამედროვე ფენომენის გააზრებაში. იგი აერთიანებს წევრებს მსოფლიოს ყველა კონტინენტიდან. ასოციაციის მიზანია მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის გაუმჯობესება ტურიზმის უახლესი ტენდენციებისა და განვითარების ანალიზის საფუძველზე, ამ სფეროში მოსალოდნელი პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების კვლევა.
ასოციაცია ყოველწლიურად კონფერენციას სხვადასხვა ქვეყანაში ატარებს. წელს მსოფლიოს ტურიზმის დარგის გამოჩენილ მეცნიერ ექსპერტებს, 40 ქვეყნიდან, საქართველო მასპინძლობდა. კონფერენციაზე საქართველოდან მოხსენება „The role of protected areas towards the sustainable tourism development in Georgia“ წარმოადგინა სტუ-ს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორმა მარინა მეტრეველმა (თანაავტორი ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დოქტორანტი - მაკა აფხაზავა-გერბერი).

2017 წლის 27 აგვისტოს ტურიზმის დარგში სამეცნიერო, პედაგოგიური და პრაქტიკული წარმატებებისა და დამსახურების გათვალისწინებით, ტურიზმის მეცნიერ-ექსპერტთა საერთაშორისო ასოციაციის კომიტეტის გადაწყვეტილებით, სტუ-ს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი მარინა მეტრეველი არჩეულ იქნა ასოციაციის რეგულარულ წევრად.