პროექტი-ახალგაზრდა საჯარო მოხელეთა საზაფხულო სკოლა 2017

08/01/2017

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტში არსებულ ადგილობრივი თვითმმართველობის კვლევის ლაბორატორიაში განხორციელდა პროექტი „ახალგაზრდა საჯარო მოხელეთა საზაფხულო სკოლა-2017“. პროექტის ფარგლებში 2017 წლის 16-19 ივლისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სტუ-ს სტუდენტებმა განახორციელეს მოსახლეობის სოციოლოგიური გამოკითხვა სტრუქტურირებული კითხვარების მეშვეობით. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში არსებულ ყველა სტრუქტურულ ერთეულში გადანაწილებული სტუდენტები გაეცნენ სამუშაო პროცესს და შეისწავლეს გამგეობის მუშაობის პრინციპები. განხორციელებული კვლევის შედეგად სტუდენტები შექმნიან მობილურ აპლიკაციას, რომელიც აამაღლებს გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოსახლეობის ჩართულობის ხარისხს, ხოლო მუნიციპალიტეტის გამგეობას საშუალებას მისცემს დროული რეაგირება მოახდინოს და აწარმოოს პირდაპირი კომუნიკაცია მოქალაქეებთან.
აღნიშნულ პროექტში მონაწილეობის მისაღებად ფაკულტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდა „საჯარო მმართველობის“ 15 სტუდენტი.

პროექტს ხელმძღვანელობას უწევდა სტუ-ს სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი კულდონაშვილი, პროფესორი ოთარ ქოჩორაძე და უფროსი მასწავლებელი დავით ლელაძე. 


















სიახლეებში დაბრუნება