15 ივნ

სამაგისტრო პროგრამების დაცვის თარიღები

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე   2017-2018 სასწავლო წლის ზაფხულის სესიებზე სამაგისტრო პროგრამების დაცვის თარიღები
09 ივნ

პროექტი "გაიცანი სახელმწიფო სტრუქტურები"

პროექტის „გაიცანი სახელმწიფო სტრუქტურები“-ს ფარგლებში  სახელმწიფო აუდიტის სამსახურს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები სტუმრობდნენ.
05 ივნ

კონსულტაციების ცხრილი

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორთა საკონსულტაციო საათები
04 ივნ

შეხვედრა „ვისოლ ჯგუფის“ წარმომადგენლებთან

მიმდინარე წლის 30 მაისს, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებსა და „ვისოლ ჯგუფის“ წარმომადგენლებს შორის შედგა შეხვედრა.
04 ივნ

ჩატარდა საჯარო ლექცია

1 ივნისს, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: „საჯარო ფინანსების რეფორმა“
04 ივნ

მივლინების ანგარიში

2018 წლის 28–29 მაისს, ბრიუსელში (ბელგია) მსოფლიო ბანკისა და ევროკომისიის ორგანიზებით გაიმართა ვალის მართვის ხელშეწყობის შესახებ IX ყოველწლიური ფორუმი „ვალის ზრდა: რისკი, მდგრადობა, პასუხისმგებლობა“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა მედეა ჭელიძემ.
სიახლეების სრულად ნახვა

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევნები

05/31/2017

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საბჭოს 31 მაისის #7 სხდომის
#1 გადაწყვეტილება

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის #133/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების“, „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევნების ჩატარების შესახებ დებულების“ 27-ე და 28-ე მუხლების საფუძველზე ფაკულტეტის საბჭო ადგენს:

1. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნები ფაკულტეტის საბჭოში ჩატარდეს 2017 წლის 20 ივნისს;
2. არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყოს 2017 წლის 7 ივნისს და დასრულდეს 2017 წლის 13 ივნისს;
3. კანდიდატთა სამოქმედო პროგრამების მოსმენა ფაკულტეტის საბჭოში გაიმართოს 2017 წლის 16 ივნისს;
4. ფაკულტეტის ხარისხის  უზრუნველყოფის  სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
5. კონკურსანტმა საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი, სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი, ავტობიოგრაფია (CV), პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი, სამოქმედო პროგრამა და 1 ფოტო სურათი (ზომით 3x4 სმ);
6. ინფორმაცია არჩევნების შესახებ უნდა განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ფაკულტეტის შენობაში თვალსაჩინო ადგილებში;