22 ნოე

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის თანამშრომელთა საყურადღებოდ!

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის  მსურველებს  გთხოვთ ა.წ.30 ნოემბრამდე დაფიქსირდეთ 711ა ოთახში
21 ნოე

ვისოლ ჯგუფის ვორქშოპი

ვისოლ ჯგუფის წევრი კომპანიები ვენდი’ს, დანკინ’, სმარტი და ვისოლი 3 დეკემბერს, 13:00 საათიდან ფაბრიკაში (ეგნატე ნინოშვილის ქ. #8) გიწვევთ ვორქშოპზე
21 ნოე

კარიერული განვითარების და გლობალური დასაქმების ფორუმი

ა/წ 19  ნოემბერს სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ გაიმართა კარიერული განვითარების და გლობალური დასაქმების ფორუმი  
21 ნოე

საერთაშორისო კონფერენცია საბერძნეთში

2020 წლის 17 - 19 ივნისს  კუნძულ ჰიდრაზე (საბერძნეთი) ტარდება მე-7 საერთაშორისო კონფერენცია - „კულტურა და ტურიზმი ჭკვიან, გლობალიზებულ და მდგრად სამყაროში“
20 ნოე

მივლინების ანგარიში

2019 წლის 5-7 ნოემბერს, პორტუგალიის კუნძულ მადეირაზე, ქ. ფუნჩალში ჩატარდა ტურიზმის მე-11 საერთაშორისო კონგრესი - “The Image and Sustainability of Tourism Destinations”. კონგრესზე მიწვეული იყო ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი მარინა მეტრეველი
18 ნოე

შვეიცარიის მთავრობის სტიპენდიები

ინფორმაცია შვეიცარიის მთავრობის მიერ 2020–2022 წლებში საქართველოსთვის შემოთავაზებული სასწავლო სტიპენდიების შესახებ
ყველა სიახლის ნახვა

ბიზნეს სიმულაციური თამაშები სტუდენტებისათვის

11/01/2019

1 ნოემბერს - ბიზნეს სიმულაციური თამაშები სტუდენტებისათვის!


ბიზნესისა და სამართლის ინსტიტუტი აქტიურად აგრძელებს სტუდენტების და ახალგაზრდებისთვის საინტერესო და საჭირო პროექტების განხორციელებას.

  •  ამჯერად, ბიზნეს უნარების განვითარებით დაინტერესებულ ყველა ახალგაზრდას ვიწვევეთ ბიზნეს სიმულაციური თამაშებზე, სადაც ჯგუფებში და ინდივიდუალურად მოგიწევთ სხვადასხვა როლების მორგება.
  • ჩვენმა გუნდმა გადაწყვიტა შემოგთავაზოთ სხვადასხვა ტიპის თამაშები და აქტივობები, სადაც 3 საათის განმავლობაში თქვენ გამოცდით თქვენ შესაძლებლობებს, რისკიანობას, სტრატეგიას, ბიზნეს დარწმუნების უნარებს და სხვა. ბიზნეს თამაშების ფასილიტაციას გასწევს Erasmus+ პროგრამის საერთაშორისო ტრენერი, British Councils და USAID/Georgia-ს სერტიფიცირებული ტრენერი და მენტორი მეწარმეობაში, „პროაქტივ ჯგუფი ჯორჯიას“ ხელმძღვანელი, სტუ-ს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის წარმომადგენელი - გიორგი აგირბაია.
  • მხოლოდ ერთი დღით, სრულიად უფასოდ! გამოცადე შენი ბიზნეს უნარები ჩვენთან ერთად! #შემოგვიერთდი!
          შეხვედრის მთავარი მიზანია სტუდენტებს უფრო ახლოს გავაცნოთ ბიზნეს     უნარების განვითარების გზები და შესაძლებლობები, ასევე გავეცნოთ ახალ ბიზნეს თამაშებს, განვივითაროთ სხვადასხვა ბიზნეს უნარები.

   ვისთვის არის ეს შეხვედრა :
* ეძებთ სიახლეებს და საინტერესო შესაძლებლობებს პიროვნული & კარიერული განვითარებისთვის;
* დაინტერესებული ხარ საკუთარი პოტენციალის რეალიზებისთვის მარტივი და ეფექტური გზების გაცნობით და ათვისებით;
*გაინტერესებს, როგორ გახადო შენი სტუდენტური ცხოვრება უფრო აქტიური, პროდუქტიული და მრავალფეროვანი!
➡ ➡ მაშინ ეს ღონისძიება ზუსტად შენთვისაა!!
ჩვენ ბიზნეს თამაშებში მონაწილეობისთვის საჭიროა ახლავე შეავსოთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა, რადგან ადგილები შეზღუდულია, მაგრამ დასწრება უფასოა: https://forms.gle/nWMv52bNVtwJvcZE8 ,

ბიზნეს თამაშები ტარდება სტუ-ს ბიზნესტექნოლიგიების ფაკულტეტთან და თვითმმართველობასთან თანამშრომლობით, ამავე ფაკულტეტის ბაზაზე.
შეხვედრის დრო: 1 ნოემბერი, პარასკევი, 15:00-დან 18:00-მდე!
ადგილი: სტუ, VI კორპუსი, 704 ა აუდიტორია, (სააკაძის მოედანი, კოსტავას 77.)
-------------------------------------------------------------------------------------
➡ ➡ დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ ჩვენი ინსტიტუტის გვერდზე,
შევხდებით ტრენინგზე!