22 ნოე

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის თანამშრომელთა საყურადღებოდ!

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის  მსურველებს  გთხოვთ ა.წ.30 ნოემბრამდე დაფიქსირდეთ 711ა ოთახში
21 ნოე

ვისოლ ჯგუფის ვორქშოპი

ვისოლ ჯგუფის წევრი კომპანიები ვენდი’ს, დანკინ’, სმარტი და ვისოლი 3 დეკემბერს, 13:00 საათიდან ფაბრიკაში (ეგნატე ნინოშვილის ქ. #8) გიწვევთ ვორქშოპზე
21 ნოე

კარიერული განვითარების და გლობალური დასაქმების ფორუმი

ა/წ 19  ნოემბერს სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ გაიმართა კარიერული განვითარების და გლობალური დასაქმების ფორუმი  
21 ნოე

საერთაშორისო კონფერენცია საბერძნეთში

2020 წლის 17 - 19 ივნისს  კუნძულ ჰიდრაზე (საბერძნეთი) ტარდება მე-7 საერთაშორისო კონფერენცია - „კულტურა და ტურიზმი ჭკვიან, გლობალიზებულ და მდგრად სამყაროში“
20 ნოე

მივლინების ანგარიში

2019 წლის 5-7 ნოემბერს, პორტუგალიის კუნძულ მადეირაზე, ქ. ფუნჩალში ჩატარდა ტურიზმის მე-11 საერთაშორისო კონგრესი - “The Image and Sustainability of Tourism Destinations”. კონგრესზე მიწვეული იყო ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი მარინა მეტრეველი
18 ნოე

შვეიცარიის მთავრობის სტიპენდიები

ინფორმაცია შვეიცარიის მთავრობის მიერ 2020–2022 წლებში საქართველოსთვის შემოთავაზებული სასწავლო სტიპენდიების შესახებ
ყველა სიახლის ნახვა

ცხადდება სამეცნიერო სტატიების კონკურსი

10/31/2019

ცხადდება სამეცნიერო სტატიების კონკურსი

ახალგაზრდა მეცნიერთა შრომების კრებულის საზღვარგარეთ გამოსაცემად:

თემა: „ბიზნესის გლობალურ-ინოვაციური პრობლემები“

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს - მეცნიერ-ხელმძღვანელებთან ერთად.

დაიბეჭდება მხოლოდ გამომცემლის მიერ შერჩეული ნაშრომები!

სარედაქციო საბჭოს შემადგენლობა საქართველოს მხრიდან:
თავმჯდომარე: რუსუდან ქუთათელაძე - ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი
წევრები: მედეა ჭელიძე - ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ასოც. პროფესორი
               ნატალია ჭანტურია - ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ასოც. პროფესორი
               თამარ ბერიძე - ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი

კონკურსში მონაწილეობის ძირითადი მოთხოვნები:
• სტატია წარმოდგენილი უნდა იყოს ინგლისურად - არა უმეტეს 5 გვერდისა
• ფურცლის ფორმატი - A4, შრიფტი - “ Times New Roman”, ზომა - 11, სტრიქონებს შორის მანძილი - 1, ველების მანძილი (ყველა მხრიდან) - 2 სმ
• გვერდის მარცხენა კუთხეში მითითებული უნდა იყოს ავტორის (თანაავტორის) სახელი და გვარი, უნივერსიტეტი
• ბიბლიოგრაფია წარმოდგენილ უნდა იქნას ნაშრომის ბოლოს ანბანური თანმიმდევრობით
• ავტორებმა უნდა წარმოადგინონ ცნობა პლაგიატის შესახებ
• ერთი ავტორის მონაწილეობის ღირებულება - 50 GEL
• სტატიების მიღების ბოლო ვადა - 2019 წლის 20 დეკემბერი

სტატიის გაფორმების ინსტრუქცია
სამეცნიერო სტატიის სტრუქტურა მოიცავს შემდეგ სავალდებულო ელემენტებს:
• სტატიის სათაური
• ინფორმაცია ავტორის/ავტორების შესახებ - ნაჩვენები უნდა იყოს სამეცნიერო ხარისხი, სამუშაო/სწავლის ადგილი, საკონტაქტო მონაცემები
რეზიუმე/ანოტაცია - ასახავს ჩატარებული კვლევის ძირითად, მნიშვნელოვან ეტაპებს, ობიექტებს, მათ ნიშნებსა თუ მახასიათებლებს, დასკვნებს. რეკომენდებული მოცულობაა 300-500 სიტყვა
საძიებო სიტყვები - ასახავს ტექსტის შინაარსს, კვლევის ობიექტს. საძიებო სიტყვების რეკომენდებული რაოდენობაა 3-5
ძირითადი ტექსტი - გამოკვეთს შემდეგ შემადგენელ ნაწილებს:
   შესავალი (Introduction) – მოიცავს კვლევის საგანს, ამოცანებს, ეტაპებს
   მასალები და მეთოდები (Materials and Methods) – ყურადღება მახვილდება კვლევის მეთოდებსა და წყაროებზე
   ძირითადი ნაწილი (Main Parts) – ასახავს კვლევის პროცესს და თანმიმდევრულ მსჯელობას, აღიწერება კვლევის სტადიები და ეტაპები
   შედეგები (Results) – წარმოდგინდება ცხრილების, გრაფიკებისა და სტატისტიკური მაჩვენებლების სახით
    დასკვნა (Conclusions) - შედეგების ინტერპრეტირება შესაძლებელია საკუთარი გამოცდილების, საბაზო ცოდნისა და სამეცნიერო პოტენციალის შეჯერების საფუძველზე
გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი


საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი – 0160, საქართველო, თბილისი, კოსტავას 77, VI კორპუსი, ოთახი 707ა
WEB – http://gtu.ge/bef/
E-mail: m.chelidze@gtu.ge; n. tchanturia@gtu.ge; t.beridze@gtu.ge